იყავით კონტაქტზე
უსაზღვრო ინოვაცია

ინტუიციური ტექნოლოგია

Lexus-ის ტექნოლოგიების მიზანია ავტომობილსა და მძღოლს შორის კავშირის დამყარება მარტივად. უსაფრთხოებაზე, გართობაზე, კეთილდღეობასა და ინოვაციებზე ზრუნვა საავტომობილო ტექნოლოგიებში ახალ მიმართულებებს აჩენს.

იმგზავრეთ თავდაჯერებულად

შემდეგი დონის უსაფრთხოება

იყავით დაცული უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. ინოვაციური ტექნოლოგიები გეხმარებათ თქვენი მართვის სტილის შენარჩუნებაში და გმატებთ თავდაჯერებულობასაც. ამაში ხელს გიწყობთ ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ციფრული პანორამული ხედვის მონიტორი და ბრმა ზონის მონიტორი.

პერსონალური მართვა

შეუფერხებელი კავშირი

ისარგებლეთ მძღოლზე ორიენტირებული ფუნქციებით, ისეთი როგორიცაა, ჩვენი ხმოვანი ასისტენტი "Hey Lexus" და ფუნქცია "ჩემი ავტომობილის პოვნა". მულტიმედიური აპლიკაციები სენსორულ ეკრანზე და ჩვენი აუდიო სისტემა Mark Levinson თქვენს უკეთეს განწყობას შეუწყობს ხელს.

მოწინავე ინიციატივები

მოწინავე ინოვაციები

ჩვენი მსუბუქი, ბამბუკის ელემენტებიანი დინამიკების და Lexus-ის განახლებული "ობობის ქსელის" დიზაინის მქონე კინეტიკური სავარძლის კონცეფცია დაუვიწყარ შეგრძნებას განიჭებთ. ჩვენ ვაკეთებთ შეუძლებელს, რითაც გზას გიხსნით მომავლისკენ.

ისუნთქეთ მარტივად

Lexus nanoe™ X ტექნოლოგიით

შთამბეჭდავი ტექნოლოგიები შემუშავებულია კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით. მაგალითად, ჯილდოს მფლობელი, ჰაერის გამწმენდი nanoe ™ X ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია ავტომობილში ინარჩუნებს მაქისმალურად სუფთა ატმოსფეროს, აუმჯობესებს კანის და თმის ტენიანობას.