Lexus-ის და ATP-ის ექსკლუზიური სერიები HEAD2HEAD
ამ შთამბეჭდავი სერიების ფარგლებში, მოთამაშეებს სრულიად განსხვავებული გამოწვევები ელით. თვალი ადევნეთ თითოეული ეპიზოდის ყოველ მომენტს Youtube-ზე.
2023 წელს Lexus-მა როგორც ATP Tour-ის ოფიციალურმა პარტნიორმა და პრემიუმ პარტნიორმა საავტომობილო სფეროში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციასთან (ATP) პარტნიორობის მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
Lexus და ATP Tour - ორივე ისწრაფვის ინოვაციის, პროდუქტიულობისა და სრულყოფილებისკენ. ორივე ბრენდი გულშემატკივრებსა და მომხმარებლებს პირველ ადგილზე აყენებს და ცდილობს, რომ მათი დახმარებით ადამიანებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღონ.
ამ შთამბეჭდავი სერიების ფარგლებში, მოთამაშეებს სრულიად განსხვავებული გამოწვევები ელით. თვალი ადევნეთ თითოეული ეპიზოდის ყოველ მომენტს Youtube-ზე.
ყოველწლიურად, Lexus ჩოგბურთის რამდენიმე პრესტიჟული ტურნირის სპონსორად გვევლინება, მათ შორისაა: ATP 250, ATP 500 და ATP Masters 1000.
ეს პოპულარული ჩემპიონატები ტარდება საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და ყაზახეთში.
ასევე, Lexus-ის სპონსორობით იმართება ტურნირი Nitto ATP Finals, სადაც მამაკაცთა შორის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში რვა საუკეთესო ერთმანეთს ჩემპიონის სანუკვარი ტიტულისთვის შეეჯიბრება.
ATP Tour-ის ოფიციალური საავტომობილო პარტნიორის რანგში, Lexus ელექტრიფიცირებული ავტომობილებით უზრუნველყოფს მისი სპონსორობით გამართულ ყველა ღონისძიებას, რისი წყალობითაც როგორც მოთამაშეებს, ისე მომსახურე პერსონალს გამორჩეული კომფორტი ხვდებათ.
კორტებსა თუ ავტომობილში, ყველაფერს დეტალები წყვეტს. როდესაც მცირე დეტალზე ოფლს ღვრით, შეუმჩნეველ წვრილმანს საფუძვლიანად სწავლობთ და თითოეული დეტალის სრულყოფამდე უარს აცხადებთ შესვენებაზე, სწორედ მაშინ შეიგრძნობთ საოცარს. ჩვენი ახალი ATP Tour-ის სპონსორობის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე გამორჩეული ვიდეო, სადაც ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ როდესაც დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, საოცარი შედეგიც არ აყოვნებს.
იმისთვის, რომ გაიგოთ მეტი Lexus-სა და ATP Tour-ს შორის პარტნიორობის შესახებ, გაეცანით პრეს-რელიზს ქვემოთ. გაიგეთ მეტი ტურნირის და Lexus-ის ელექტრიფიცირებული მოდელების შესახებ, ასევე მიიღეთ ინფორმაცია Lexus-ის და ATP Tour-ის შესახებ.
გაეცანით Lexus-ის მოღვაწეობას ოფიციალური საავტომობილო პარტნიორის რანგში 2024 წლის Nitto ATP ტურის ფინალურ ეტაპზე. იქნება ეს თითოეული "ბრეიქ-ფოინთის" გამორჩეული მომენტების ასახვა, თუ გულშემატკივართა სოფელში გამართული ღონისძიებები - ყოველივეს ჩვენი უახლესი პრეს-რელიზიდან შეიტყობთ.