10 საოცარი ფაქტი LC კუპეს შესახებ
რა თქმა უნდა, ეს მრავალი ჯილდოს მფლობელი მოდელი მხოლოდ შთამბეჭდავი იერით არ გამოირჩევა, LC-ს შესახებ ჩვენგან ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ.
10 საოცარი ფაქტი LC კუპეს შესახებ
რა თქმა უნდა, ეს მრავალი ჯილდოს მფლობელი მოდელი მხოლოდ შთამბეჭდავი იერით არ გამოირჩევა, LC-ს შესახებ ჩვენგან ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ.
LC-ს კუპეს ფრთა საავიაციო სფეროს გავლენით შეიქმნა
2016 წლიდან მოყოლებული, Lexus ზეცასაც სწვდება იაპონელ მრბოლელ იოშიჰიდე მუროიასთან ერთად. ამ თანამშრომლობის შედეგი ავტომობილის უკანა ფრთაზე აისახა, რომელიც საავიაციო სტილის მიხედვით შეიქმნა.
LC-ს "ჰოკკაიდოს ვერსია" მოგზაურობისას დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ და ვნებასაც გაგიღვიძებთ.
ცოტა ხნის წინ, კომპანია Lexus-მა გამოაცხადა თავისი LC საფლაგმანო კუპეს სპეციალური კაბრიოლეტის მოდელის გამოშვების შესახებ. ამ წელს, ევროპაში შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული 40 ავტომობილი აერთიანებს საოცარ დინამიკურ იერს და ორადგილიანი სამოგზაურო ავტომობილის დახვეწილობას.
აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია
ძარის მაღალი დონის სიმტკიცე
LC-ს მართვის დინამიკა გაუმჯობესებულია საოცრად მტკიცე ძარის ჩარჩოს და დაკიდების სისტემის ახალი, მსუბუქი კომპონენტების წყალობით. LC-ს არადეფორმირებადი ნაწილები დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან, ხოლო მსუბუქი ალუმინი გამოყენებულია კარის, საბარგულისა და ხუფის პანელებისთვის, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული მსუბუქი და გამყარებული პლასტმასი კი გამოიყენება ისეთი კომპონენტებისთვის, როგორიცაა სახურავი და კარის ჩარჩოები. მტკიცე შასი LC-ს ანიჭებს სიზუსტეს, დაბალი სიმძიმის ცენტრს და წონის იდეალურ გადანაწილებას.
Lexus-ის დინამიკური საჭის მართვის სისტემა, ოთხთივე თვალზე აქტიური საჭის მართვის სისტემა
Lexus-ის გაუმჯობესებული დინამიკური საჭის მართვის სისტემა, საჭის გაუმჯობესებულ ელექტროგამაძლიერებელთან ერთად, რომელიც ხელმისაწვდომია Sport + მოდელებზე, მუდმივად ახდენს მოხვევის ოპტიმალური კუთხის გამოთვლას და რეგულირებას ოთხივე თვლისთვის, რისი წყალობითაც მართვა უფრო სასიამოვნო და დინამიკური ხდება.
ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა
კიდევ უფრო მკვეთრი და რბილი მართვისთვის, თქვენი მართვის სტილისა და საგზაო პირობების გათვალისწინებით, ოპტიმიზებული ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა მართავს ოთხივე ამორტიზატორის ძალას და დაკიდების სისტემის 650 სხვადასხვა ფუნქციას.
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +
Lexus-ის ინოვაციური უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, LC-ს ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის და მოიცავს: შეჯახების პრევენციის სისტემას, ქვეითების ამოცნობის ფუქნციით; ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას; ავტომატური შორი განათების სისტემას, ღამით გაუმჯობესელი ხედვის ფუნქციით; კრუიზ-კონტროლს დინამიკური რადარით, რომელიც არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს წინ მიმავალ ავტომობილთან მიმართებაში.
შეჯახების პრევენციის სისტემა
მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარი და საბორტო კომპიუტერი წინასწარ გამოითვლის შეჯახების რისკს. თუ ეს რისკი მაღალია, შეჯახების პრევენციის სისტემა აფრთხილებს მძღოლს და ზრდის სამუხრუჭო წნევას. როდესაც შეჯახება გარდაუვალია, აუცილებლობის შემთხვევაში, მუხრუჭები ირთვება ავტომატურად და უსაფრხოების ღვედები იჭიმება. ამას გარდა, თუ წინ აღმოჩენილია ობიექტი (მაგალითად, ქვეითი), 10 დან 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია აქტიურდება.
ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა და ავტომატური შორი განათების სისტემა
ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LKA) იყენებს საქარე მინაზე არსებულ კამერას, რათა მოძრაობის ზოლში თქვენი პოზიცია დააფიქსიროს. თუ ზოლიდან ზოლში გადასვლას დაიწყებთ, LKA გააქტიურებს ხმოვან გამაფრთხილებელ სიგნალს და საჭის მართვაზე მცირე მაკორექტირებელ ზემოქმედებას მოახდენს. ღამით, ავტომატური შორი განათების სისტემა იყენებს იმავე კამერას, რომელსაც ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, რათა აღმოაჩინოს საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები და შორი განათების მაშუქები ავტომატურად გათიშოს. ეს ამცირებს სხვა მძღოლების შემთხვევით თვალის მოჭრის ალბათობას და გაძლევთ გზაზე კონცენტრირების საშუალებას.
20" / 21" ალუმინის დისკები
აირჩიეთ 20"-იანი სიზუსტით ჩამოსხმული და მექანიკურად დამუშავებული, 5 ოთხმაგქიმიანი, ხმაურის შემამცირებელი მუქი რუხი დისკები ან 21"-იანი მსუბუქი, გამოჭედილი დისკები 5 ორმაგი ქიმით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეუდარებელ მართვადობას.
დიოდური ჰოლოგრაფიული უკანა მაშუქები
რეაქტიული გამანადგურებლების ფორსაჟის კამერებით შთაგონებული, მომხიბვლელი უკანა გაბარიტული მაშუქები მეტალის სკულპტურული ჩარჩოთი, Lexus-ის უსასრულო L ფორმის მოტივს წარმოქმნის. ახლოდან დათვალიერებისას დაინახავთ საბარგულის ჩამკეტს, რომელიც უკანა განათების სხმულში კარგად არის ინტეგრირებული.
შუშის ან ნახშირბადის ბოჭკოს (კარბონი) სახურავი
LC-ს სალონი წარმოქმნის თავისუფლების განცდას, ხოლო ქრომირებული სხმულები და შუშის სახურავი ელეგანტური კუპეს პროფილს კიდევ უფრო ამშვენებს. უკანა კიდეები ტრადიცული იაპონური ხმლის მოხაზულობას იმეორებს. LC-ს სიმძიმის ცენტრი დაწეულია, ხოლო არჩევითი ნახშირბადის ბოჭკოს სახურავი შექმნილია ჩვენს ქარხანაში Motomachi, ფისის ფორმაში ჩამოსხმის ახალი საწარმო პროცესის გამოყენებით.
13 დინამიკიანი აუდიო სისტემა MARK LEVINSON®
ის ხელმისაწვდომია მხოლოდ Lexus-ის ავტომობილებში. 2022 წელს Mark Levinson-მა აღნიშნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აუდიო სისტემის შექმნის 50 წლისთავი - ეს არის ისტორია, რომელიც დაიწყო ვუდსტოკის ფესტივალზე, სადაც 22 წლის მარკ ლევინსონმა შექმნა მუსიკალური აპარატურა ისეთი ლეგენდარული მუსიკოსებისთვის, როგორებიც იყვნენ სანტანა და ჯიმი ჰენდრიქსი. ეს 13 დინამიკიანი Mark Levinson®-ის მსოფლიო დონის აუდიო სისტემა GreenEdge™ ტექნოლოგიით, საგანგებოდ LC-ს სალონის აკუსტიკური თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. Clari-Fi™ სისტემა უზრუნველყოფს ციფრულ, სახლის კინოთეატრის ხარისხს და აღადგენს იმ ჟღერადობას, რომელიც MP3 ფორმატის შეკუმშვისას დაიკარგა.
მულტიინფორმაციული მონიტორი
ცენტრალურ ხელსაწყოებს შორის განლაგებულია მულტიინფორმაციული, ფერადი მონიტორი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ მართვის ყველა ძირითადი მონაცემი, ისეთი როგორიცაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები თუ სანავიგაციო რეკომენდაციები.
განიერი, ფერადი საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD)
მართვის არჩეული მონაცემები საუცხოო ფერებში გამოისახება პირდაპირ საქარე მინაზე, ჩვენი უახლესი HUD ტექნოლოგიის (174 მმ X 48 მმ) მეშვეობით და ამგვარად, თქვენი ყურადღება ყოველთვის იქნება მიმართული გზისკენ.
POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?model=ue%2Cnx%2Crx%2Crxl