გაიცანით LS
ხუთწლიანი შემოქმედებითი გზის შედეგია ახალი, მეხუთე თაობის საფლაგმანო ავტომობილი, რომელიც ლუქს კლასის სედანს სრულიად ახალი ხელოვნების ნიმუშის სახით წარმოგვიდგენს. ჩვენი დიზაინერები მუდმივად აფართოებდნენ საზღვრებს, თუმცა ბოლო LS კიდევ უფრო შორს მიდის მრავალსაფეხურიანი ჰიბრიდის საშუალებით - რევოლუციური ტექნოლოგიით, რომელიც გარდაქმნის Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ძალოვანი აგრეგატის მახასიათებლებს. განახლებული LS გთავაზობთ საუცხოო მანევრის საშუალებას და შთამბეჭდავ სამუშაო მაჩვენებლებს, ამასთან, არ მიდის კომპრომისზე კომფორტის, ფუფუნების და დიზაინის ხარჯზე.