იყავით კონტაქტზე
პერსონალური მართვა

Lexus Link +-ის დაკავშირებული სერვისები

აღმოაჩინეთ ჩვენი კავშირის მოწინავე საშუალებები, რომლებიც Omotenashi-ს სტუმართმოყვარეობის სულს ასახიერებს. Lexus Link +-ის დაკავშირებული სერვისები კი მძღოლსა და მგზავრს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ინტუიციური ტექნოლოგია

დარჩით დაკავშირებული

Lexus Link სერვისების წყალობით თქვენ იგრძნობთ კომფორტს როგორც ავტომობილში, ისე მის გარეთ. აქ პერსონალიზაცია შერწყმულია პრაქტიკულობასთან. თქვენი სმარტფონით შეგიძლიათ ავტომობილთან კონტაქტი დისტანციურად დაამყაროთ. დაუკავშირდით ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციით Lexus Link + და გააუმჯობესეთ თითოეული მგზავრობა მოსახერხებელი ნავიგაციის, დახმარების და გართობის ფუნქციებით, რასაც Lexus Link + მულტიმედია გთავაზობთ.
სრული კონტროლისთვის

მოქნილი აპლიკაცია

აპლიკაციით Lexus Link + ისარგებლებთ არაერთი სერვისით და დატკბებით კომფორტული მგზავრობით. დაგეგმეთ მარშრუტი მგზავრობამდე და გაუზიარეთ ის თქვენს სანავიგაციო სისტემას. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ მგზავრობის სტატისტიკას.
ახალი სამყარო

მოწინავე მულტიმედია

ნებისმიერი მგზავრობისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ Lexus Link + მულტიმედიით. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას Mark Levinson-ის აუდიო სისტემის საშუალებით, გაეცანით ამინდის პროგნოზს და თვალი ადევნეთ ნავიგაციას რეალურ დროში სენსორულ მონიტორზე, რომელიც განთავსებულია თვალების სიმაღლის დონეზე. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა გზიდან თვალის მოცილების გარეშე, აპლიკაციების Apple CarPlay® და Android Auto® დახმარებით.