იყავით კონტაქტზე
აღმოაჩინეთ ტექნოლოგია

მუდმივი ინოვაცია

ჩვენ ვისწრაფით ინოვაციებისა და უსაზღვრო შემოქმედებითი აზროვნებისკენ, ვაუმჯობესებთ აუდიო სისტემებს, შემოგვაქვს ინოვაციური კონცეფციები და ახალი, თამამი იდეებიც ხორცს ისხამს. გაეცანით ჩვენს ახალ იდეებს, რაც ჩვენს მომავლის ტექნოლოგიას უყრის საფუძველს.

თქვენი იდეალური გარემო

პერსონალიზებული გარემო

არაერთი დახვეწილი მახასიათებელი შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში, თუმცა ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ უახლესი გასართობი სისტემები, კლიმატ-კონტროლი და უსაფრთხოების სისტემები. ასეთ შემთხვევაში, თქვენ გელით პერსონალიზებული გარემო.

აუდიო სისტემა Mark Levinson®

სრულყოფილი ჟღერადობა

Mark Levinson®-თან თანამშრომლობით, ჩვენ განვავითარეთ ინდივიდუალური აუდიო ფუნქციები, რასაც ავტომობილის გასართობი სისტემები სხვა დონეზე გადაჰყავს. ოპტიმალური აკუსტიკისთვის ინტერიერი იდეალურად არის მომზადებული.

რევოლუციური დიზაინი

განახლებული სავარძლები

ჩვენ შევიმუშავეთ სავარძლების რევოლუციური კონცეფცია Lexus Kinetic Seat Concept. ინოვაციური კონსტრუქცია ზრდის კომფორტის დონეს და საყრდენის სიმყარეს, მტკიცე ბოჭკოები ასტაბილურებს თქვენს მოძრაობებს და საშუალებას გაძლევთ სავარძელში კომფორტულად მოთავსდეთ.

გარანტირებული ხარისხი

მოხერხებული სკანირება

ჩვენი ძრავების გამოსაკვლევად ტომოგრაფიის უახლესი მეთოდები სამედიცინო სფეროს. ტომოგრაფიის საშუალებით ძრავას სამგანზომილებიან კვლევას ვუტარებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გვაქვს დეფექტები სრული სიზუსტით გამოვავლინოთ.

შემდეგი დონის ექსპერიმენტირება

უსაფრთხოების შემოწმება ვირტუალური რეალობის დახმარებით


ჩვენი ტესტირების მეთოდები ახალ დონეზე გადადის, რომლის ფარგლებშიც ვიყენებთ ვირტუალურ რეალობას, რითაც ავტომობილის მართვის და მძღოლის რეაქციების იმიტაცია ხდება. ასეთი ტესტებით ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რაც არაერთი ფუნქციისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში გვეხმარება.

Lexus LS თავსდება "ჭკვიან გუმბათში", გარშემორტყმული პანორამული ეკრანებით, რომლებზეც აისახება ავტომობილის რეალისტური, პროეცირებული მოძრაობა ქალაქის ქუჩებსა და ავტომაგისტრალზე. ამ დროს ცილინდრები მოძრაობს, რითაც ხდება მოხვევის, აღმართზე ასვლის, აჩქარების და შენელების იმიტაცია. ყოველივე ამას თან ახლავს ძრავის, ვიბრაციების და ქარის ხმის აუდიოჩანაწერი.