იყავით კონტაქტზე
თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

უპირატესობები

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია ნაკლებად აზარალებს გარემოს და თქვენს საფულეს. შესანიშნავ ეკონომიურობასთან და შემცირებულ გამონაბოლქვთან ერთად, თქვენ გიმცირდებათ ტექმომსახურების და ექსპლუატაციის ხარჯები.

უფრო მწვანე

 

ჩვენი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემები ეკოლოგიურად უსაფრთხოა და მათი წყალობით მცირდება გარემოში მავნე აირების გამოფრქვევა, 2014 წლის "Euro 6 Diesel" სტანდარტით გათვალისწინებული ზღვრის ერთ მეათედამდე.

მთელ ევროკავშირში განსაზღვრულია დაბალი დონის გამონაბოლქვის ზონები, რაც წარმოადგენს ევროკავშირის ამოცანის ნაწილს, გარდაიქმნას კლიმატის მიმართ ნეიტრალურ რეგიონად.

მაღალი დონის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს ეკრძალებათ ამ ზონებში შესვლა ან ეკისრებათ გადასახადი. დაბალი დონის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის, როგორიცაა: Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდები, ამ ზონებში შესვლა უფასოა.

შემცირებული ხარჯები

ჩვეულებრივ, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენა, ფლობა და ექსპლუატაცია ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული დიზელის მოდელებთან შედარებით.

ტექმომსახურების შემცირებული ხარჯები

გრძელვადიან პერიოდზე გათვლით, ამ ავტომობილების ტექმომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რადგან ჰიბრიდულ სისტემას არ გააჩნია გადაბმულობა, კბილანა ღვედი, სტარტერის მოტორი, ცვლადი დენის გენერატორი და ა.შ.

აგრეთვე, სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება იმის გამოც, რომ Lexus-ის ჰიბრიდებში შემცირებულია სამუხრუჭე ხუნდების და საბურავების ცვეთა, რაც მათ ეკონომიურობას კიდევ უფრო ზრდის.

ჰიბრიდული სისტემის ყოველწლიური დიაგნოსტიკა საუკეთესო საშუალებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი Lexus-ის ჰიბრიდისგან. ჰიბრიდული სისტემის შემოწმება უფასოა, რაც წარმოადგენს Lexus-ის ნებისმიერი მომსახურების ნაწილს. თუმცა, თუ თქვენი დაგეგმილი სერვისის დრო არ დამდგარა, თქვენ შეგიძლიათ თავი დაიმშვიდოთ და ისარგებლოთ რიგგარეშე ჰიბრიდული დიაგნოსტიკით.

მარტივი ექსპლუატაციაში

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდისთვის არ არსებობს  დენის წყაროსთან მიერთების საჭიროება. არავითარი დიზელი. არავითარი კომპრომისი. თქვენ არასოდეს დაგჭირდებათ Lexus-ის ჰიბრიდის დენით დამუხტვა - ის ყოველთვის მზადაა წაგიყვანოთ ნებისმიერ მანძილზე.

მოხერხებული და კომფორტული

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდების ყველა მოდელი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც ავტომობილის მართვას უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის. მათ ასევე გააჩნიათ 5-ვარსკვლავიანი Euro NCAP უსაფრთხოების რეიტინგი და 5 წლიანი გარანტია, რაც თქვენს სულიერ სიმშვიდეს უზრუნველყოფს.