იყავით კონტაქტზე
იმგზავრეთ მშვიდად

შემდეგი დონის უსაფრთხოება

უსაფრთხოების ჭკვიანი ფუნქციების, შეჯახების პრევენციის და მძღოლის დამხმარე ფუნქციების წყალობით ჩვენ მუდმივად ვსრულყოფთ უსაფრთხოების სისტემებს, რაც თქვენს უსაფრთხო მგზავრობის გარანტიაა. აღმოაჩინეთ, თუ როგორ ვზრუნავთ თქვენზე, თქვენს მგზავრებზე, ქვეითებსა და სხვა მძღოლებზე.

მოწინავე ტექნოლოგია

მოეწყვეთ უსაფრთხოდ

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გრძნობთ თავს ჩვენი უსაფრთხოების ფუნქციების დახმარებით. მაგალითად, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ და მძღოლის დამხმარე სისტემა ზრდის თავდაჯერულობის და კომფორტის დონეს და აუმჯობესებს ინტუიციას. უსაფრთხოების ახალი დონის წყალობით, მართვისგან სიამოვნებას მიიღებთ. 
სულიერი სიმშვიდე

უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +

პოტენციური ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და მძღოლის ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +. იგრძენით თავი კომფორტულად ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემასთან ერთად, რომელიც გეხმარებათ აღმოაჩინოთ მოახლოებული სატრანსპორტო საშუალებები და ქვეითები.

უახლესი ვერსიები განსხვავდება მოდელის მიხედვით

დახმარების ხელი

მძღოლის დამხმარე სისტემა

მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით მძღოლის უნარების გაძლიერებით, მძღოლის დამხმარე უსაფრთხოების ფუნქციები უზრუნველყოფს თქვენს სულიერ სიმშვიდეს ნებისმიერი მგზავრობისას. ჩვენი პრაქტიკული და მოსახერხებელი ბრმა ზონის მონიტორი და შორი განათების ადაპტაციური სისტემა არა მხოლოდ მძღოლისა და მგზავრის, არამედ სხვა მძღოლების უსაფრთხოებაზეც ზრუნავს.