იყავით კონტაქტზე
VIP პერსონებისა და წარმატებული ბიზნესმენებისთვის შექმნილი სრულიად ახალი მინივენი LM 350h ლუქს კლასის მგზავრობას გპირდებათ. შვიდადგილიან ან ოთხადგილიან “Ottoman”-ის მოდელებს გააჩნიათ ტევადი სალონი, საუცხოო ტყავის სავარძლები და ინტერიერი, რაც უმაღლესი კლასის გარემოს ქმნის. შვიდადგილიან ვერსიაში სავარძლების შუა რიგი უმაღლესი დონის კომფორტს გთავაზობთ - უკანა, საავიაციო ტიპის სავარძლების სრულად გადაწევის ფუნქციით. Lexus LM 350h-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძალური აგრეგატი კი 184 კვტ სიმძლავრეს აღწევს.
  • სრულიად ახალი Lexus LM

    Lexus LM ჩვენი სრულიად ახალი საფლაგმანო ავტომობილია, რითაც ის ბაზრის ახალ სეგმენტად გვევლინება - ზე-კომფორტული, მძღოლზე-ორიენტირებული ავტომობილების სახით.

                                                                                                                 

  • Lexus-ის Takumi ოსტატობა

    აქ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი Takumi ოსტატების ელიტური გუნდის შესახებ, რომელიც ქმნის თქვენს ლუქს კლასის Lexus LM-ს, რათა ავტომობილი სხვა მინივენებს შორის გამორჩეული იყოს როგორც იერით, ისე ფუნქციონალობით.

     

მზად ხართ? აირჩიეთ თქვენი ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია

4 არჩევანი

შედეგები არ არის

  • LM - 7 seater black - Wagon 5 Doors

    LM 7 seater black

    ჰიბრიდი
    Wagon 5 Doors

    გაეცანით

    Continuously Variable Transmission | 4X4
  • LM - 7 seater white - Wagon 5 Doors

    LM 7 seater white

    ჰიბრიდი
    Wagon 5 Doors

    გაეცანით

    Continuously Variable Transmission | 4X4
  • LM - 4 Seater Black - Wagon 5 Doors

    LM 4 Seater Black

    ჰიბრიდი
    Wagon 5 Doors

    გაეცანით

    Continuously Variable Transmission | 4X4
  • LM - 4 Seater White - Wagon 5 Doors

    LM 4 Seater White

    ჰიბრიდი
    Wagon 5 Doors

    გაეცანით

    Continuously Variable Transmission | 4X4

ოთხადგილიანი LM 350h

  • ოთხადგილიანი ავტომობილი მძღოლის მომსახურებით

    ოთხადგილიან LM-ს ავანგარდული სასტუმრო ოთახის კომფორტი და მობილური ოფისის პრაქტიკულობა დაჰყვება. ხელით შეკერილი ტყავის სავარძლები აღჭურვილია მართვის სენსორული პანელიანი მკლავის დასადებებით და რელიეფური თავსადებებით. გაგრილების ჭკვიანი ტექნოლოგიით აღჭურვილ უკანა სავარძლებს გააჩნიათ საკითხავი სანათები და დასაკეცი მაგიდები. სავარძლები გათბობით და ვენტილაციით ასევე ხელმისაწვდომია წინა და შუა რიგებში, ხოლო კარსა და ფანჯრებზე მზისგან დამცავები კომფორტს და პრივატულ სივრცეს უფრო მეტად უწყობს ხელს. თქვენს მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მართვის ზედა პანელით, რათა აკონტროლოს სრიალა კარი, საბარგული და სტუმრებსაც გამორჩეულად დახვდეს.

  • უმაღლესი კლასის სრულად გადასაწევი სავარძლები

    ექსკლუზიური, ოთხადგილიანი კონფიგურაცია იდეალურად შეესაბამება ბიზნესმენის საჭიროებებს. სალონის უკანა ნაწილში განლაგებულია ორი პირველი კლასის სავარძელი მაღალი ზურგით და ერგონომიული ფორმით, რითაც იქმნება საუცხოო კომფორტი. სავარძლები მთლიანად იწევა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო ბალიშები და სავარძლების საზურგეები აღჭურვილია ინტეგრირებული საჰაერო კამერებით თეძოების, ზურგის და მხრების მასაჟისთვის, ელექტრული "Ottoman"-ის ფეხის დასადები კი წვივის საყრდენის ფუნქციას ასრულებს. ამასთან, კლიმატ-კონსიერჟი მეთვალყურეობს თქვენი სხეულის ტემპერატურას, რათა აკონტროლოს მიკროკლიმატი. ვენტილირებადი სავარძლები ისრუტავს გაგრილებულ ჰაერს სალონიდან, სავარძლების ზედაპირის მეშვეობით, რითაც იკლებს სითბო და ტენიანობა. უკანა "Ottoman"-ის ელექტრული სავარძელი უზრუნველყოფს წვივების საიმედო საყრდენს და ამგვარად, მგზავრს საშუალება ეძლევა თბილად და კომფორტულად იმგზავროს.

  • გამაგრილებელი სასმელები, ჟურნალები, NETFLIX

    ხელბარგის ქვედა განყოფილებების, სავარძლების მკლავის დასადების, დასაკეცი მაგიდების და სხვადასხვა ნივთის შესანახი განყოფილების წყალობით, ყველა მგზავრის საჭიროებანი დაკმაყოფილებულია. თქვენს გართობაზე კი იზრუნებს მაღალი რეზოლუციის მქონე განიერი ეკრანი, ხოლო თუ გსურთ მოეშვათ ან რაიმე მოვლენა აღნიშნოთ, წარმოდგენილია 14 ლ მოცულობის მაცივარი, სადაც ჩაციებული სასმელები გელოდებათ.

წინა და უკანა განყოფილების ტიხრის წყალობით, ოთხადგილიანი მოდელში უფრო დიდი პრივატული სივრცე გელოდებათ. ზედა ნაწილში განლაგებულია გადასაწევი შუშის ფანჯარა დამუქების ფუნქციით, რომელიც ორდონიან პრივატულ გარემოს წარმოქმნის ისე, რომ სივრცე არ შეიზღუდოს. უკანა სავარძლის მგზავრებისთვის განლაგებულია განიერი 48" მონიტორი, რომელიც მოწინავე აუდიო სისტემის წყალობით შეიძლება სხვადასხვა მიზნით იყოს გამოყენებული, მათ შორის, ონლაინ შეხვედრებისა და გართობისთვის. Lexus-ის უკანა კლიმატ-კონსიერჟის სისტემა უზრუნველყოფს ისეთი ფუნქციების მართვას, როგორიცაა: ჰაერის კონდიცირება, სავარძლების პოზიციის რეგულირება, მზისგან დაცვა თუ განათება. ამ სისტემების წყალობით, მგზავრებისთვის სალონში ოპტიმალური გარემო იქმნება.

სამუშაო მაჩვენებლები

  • ძლიერი პლატფორმა

                                                                                    ახალი LM 350h შექმნილია ჩვენს პლატფორმაზე GA-K, რის წყალობითაც გაზრდილია თვლების ბაზა, ხოლო სიმტკიცის გაზრდის მიზნით, პლატფორმა ასევე მოიცავს კონსტრუქციის დამატებით განივ ღერძებს და სამაგრებს. ამ დამატებითი გაძლიერების წყალობით, Lexus-ის ინჟინრებს საშუალება მიეცათ, უფრო ზუსტად დაერეგულირებინათ დაკიდების სისტემა, რითაც გაუმჯობესდა როგორც სამუშაო მაჩვენებლები, ისე კომფორტი. უფრო განიერი დისკები და თვლებს შორის გაზრდილი დაშორება კი უფრო მტკიცე დგომს და მოჭიდებას უზრუნველყოფს .

  • მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

    თვითდამუხტვადი ჰიბრიდით Lexus LM 350h მუდამ კომფორტულად და თავდაჯერებულად იმგზავრებთ. 2.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავით და ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილი ავითარებს 250 DIN ც.ძ. სიმძლავრეს ან 184 კვტ-ს. შედეგად ვიღებთ აჩქარებას 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 8.7 წამში, ასევე საოცარ ეკონომიურობას. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემა იმუხტება ავტომობილის მოძრაობისას ან დამუხრუჭებისას, ნებისმიერ მანძილზე აუღელვებლად იმგზავრებთ.

  • 2.5 ლ ბენზინის ძრავა / ჰიბრიდული ხიდი

                                                                                         LM 350h-ის სრულიად ახალი ბენზინის 2.5 ლიტრიანი ძრავა გაცილებით სჯობს თავის წინამორბედს და ის აღწევს თერმული მარგი ქმედების კოეფიციენტის მსოფლიო დონის მაჩვენებელს - 41%-ს. რბილი და დამყოლი მართვისთვის, წინა ელექტროძრავა, გენერატორი და სიმძლავრის გამანაწილებელი მექანიზმი გაერთიანებულია ერთ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში. ამავდროულად, ის საოცრად კომპაქტურია, რასაც განაპირობებს ძრავის/გენერატორის მრავალღერძული განლაგება. შედეგად ვიღებთ თავის კლასში საუკეთესო ეკონომიურობას და ჩუმი მუშაობის უნარს.

ახლადშემუშავებული და LM 350h მოდელზე მორგებული მე-4 თაობის მეტალ-ჰიდრიდის ბატარეა განაპირობებს ტევად სალონს და შესანიშნავ სამუშაო მაჩვენებლებს. ასევე, გაგრილების სისტემაც იქნა ოპტიმიზებული. პირდაპირ ხიდის ზემოთ განლაგებული, კომპაქტური სიმძლავრის მართვის ბლოკი დაბალი ხუფის დიზაინს ერგება, რაც აუმჯობესებს აეროდინამიკას და ამცირებს საწვავის მოხმარების დონეს.. 

ოთხივე ამძრავი თვლის სისტემის მქონე ელექტრული სისტემა E-Four ხელმისაწვდომია ახალ LM 350h მოდელზე, რომელიც მუდმივად წარმოქმნის მეტ ბრუნის მომენტს და გაწევას. LM-ის მრავალბერკეტიანი უკანა დაკიდების სისტემა უზრუნველყოფს შესანიშნავ განივ მდგრადობას და დაკიდების სისტემის "ჩაჯდომის" საწინააღმდეგო ფუნქციას. მას შეუძლია გაუმკლავდეს მაღალი დონის ბრუნის მომენტს, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხმას, ვიბრაციასა და სიხისტეს. სწრაფი მოხვევისას ავტომობილის მართვადობისა და სამუშაო მახასიათებლების გაზრდის მიზნით, საგანგებოდ დარეგულირებული ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა (AVS) აკონტროლებს ოთხივე ამორტიზატორის ძალას.

უსაფრთხოება

  • მესამე თაობის უსაფრთხოების სისტემა LEXUS SAFETY SYETM +

    სრულიად ახალი LM აღჭურვილია აქტიური უსაფრთხოების მოწინავე და მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებიც წარმოდგენილია უახლესი მე-3 თაობის უსაფრთხოების სისტემაში Lexus Safety System +. განახლებული და დამატებითი ფუნქციებით ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაზრდილ დონეს. ეს მოიცავს: პროაქტიულ მართვის დამხმარე სისტემას და ახალ მონიტორს მძღოლისთვის, რომელიც აკონტროლებს მძღოლის დაღლის ან ყურადღების გაფანტვის ნიშნებს.

  • გაუმჯობესებული შეჯახების პრევენციის სისტემა

    დღის საათებში მოტოციკლების აღმოჩენასთან ერთად, დახვეწილია Lexus-ის შეჯახების პრევენციის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა აღიკვეთოს პოტენციური შეჯახების მრავალი შემთხვევა, მაგალითად, მარცხნივ/მარჯვნივ მოხვევის დროს და საცობის გარღვევის მცდელობისას. სისტემას ასევე შეუძლია ამოიცნოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახების რისკი გზაჯვარედინზე მოხვევისას. შეჯახების არიდების უნარი გაძლიერებულია საავარიო სიტუაციიისას საჭის მართვის სისტემით.

  • კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით                                                                                                  ეს სისტემა იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის მქონე რადარის სენსორს და კამერას, რათა აღმოაჩინოს წინ მიმავალი ავტომობილი და შეინარჩუნოს სათანადო დისტანცია. თუ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ჩერდება, ავტომატურად ჩერდება LM-ც. მას შემდეგ, რაც წინა ავტომობილი განაახლებს მოძრაობას, თქვენი LM-ც განაგრძობს სვლას. ეს სისტემა სწრაფად ამოიცნობს წინ გადამკვეთ მოძრაობას და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემასთან ერთად უფრო ნეიტრალურ ზოლს აირჩევს. დინამიკური რადარიანი კრუიზ-კონტროლი ასევე აგარიდებთ შედარებით ნელა მოძრავ ავტომობილს სხვა ზოლში გადასვლით.

    *გაუმჯობესებული ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ზრუნავს, რომ ავტომობილმა ზოლის ცენტრში იმოძრაოს, იყენებს რა "ბუნებრივი ზოლის კვალის" ფუნქციებს და მძღოლს ეხმარება მოხვევის დროს.

ჩვენი უახლესი დაბრკოლებების აღმოჩენის დამხმარე სისტემით აღჭურვილი, LM-ის მოწინავე, პროაქტიული მართვის დამხმარე სისტემა აქტიური მართვის დამხმარე ტექნოლოგიით, თვალყურს ადევნებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებსა და ობიექტებს წინ, ასევე აქტიურად აკონტროლებს მუხრუჭებს და საჭის მართვას, რათა უსაფრთხო დისტანცია შეინარჩუნოს. ამას გარდა, შენელების სისტემა გეხმარებათ იმ დროს, როცა აქსელერატორის სატერფულიდან ფეხს იღებთ, მოსახვევამდე ან წინ მიმავალი ავტომობილის გათვალისწინებით, რითაც სიჩქარის შენელება ხდება რბილად და უსაფრთხოდ. სისტემა ასევე ამოიცნობს წინ მოსახვევებს და არეგულირებს საჭეზე დაწოლის ძალას, რათა უზრუნველყოს საჭის მართვა უსაფრთხოდ და ზუსტად.

შუქდიოდური AHS (შორი განათების ადაპტაციური სისტემა) იყენებს მონოკულარული კამერის სენსორს წინ მიმავალი ავტომობილების განათების აღმოსაჩენად, რის შემდეგაც ავტომატურად ანაწილებს მაშუქების სინათლეს, რათა წინ მიმავალი ან შემხვედრი ავტომობილების მძღოლებს თვალი არ მოეჭრათ. AHS ამცირებს მძღოლის საქმეს და მას აღარ უწევს მუდმივად შორი განათების ჩართვა-გამორთვა, ხოლო ღამით კი შესანიშნავ ხედვის არეს უზრუნველყოფს.

მტკიცე დიზაინი

  • Lexus-ის თამამი დიზაინი

                                                                                       წინიდან აღსანიშნავია Lexus-ის საფირმო ცხაური და უფრო მახვილი სამმაგი შუქდიოდური მაშუქები, რომელიც LM 350h-ის მომხიბვლელ იერს უსვამს ხაზს. გვერდებზე მუქი სვეტები გამოჰკვეთს ფანჯრებს, სივრცეს და მოლივლივე ხაზებს. დამატებით დინამიზმს ქმნის LM-ის გრძელი თვლების ბაზა და გამოჭედილი 19" დისკები. უკანა მხარეს განლაგებულია ერთხაზოვანი შუქდიოდური მაშუქი და Lexus-ის ახალი ემბლემა, რომელიც გზებზე ავტომობილის ფუტურისტულ სტილს გამოჰყოფს. ექსტერიერის ფერები - თეთრი, ტიტანისფერი, გრაფიტისფერი შავი და აქატისფერი ავტომობილს კიდევ უფრო ელეგანტურად წარმოაჩენს. ხელმისაწვდომია მარცხენა და მარჯვენა შუშის სახურავი, რომლის მეშვეობითაც უკანა სავარძლებზე თავისუფალი სივრცის აღქმა ძლიერდება.

  • ახალი შპინდელური ძარა / Lexus-ის საფირმო ცხაური

    ექსტერიერის დიზაინში უმნიშვნელოვანესი იყო მინივენის სეგმენტში Lexus-ის შემდეგი თაობის დიზაინის ელემენტების შემოტანა. ჩვენმა დიზაინერებმა მიზნად დაისახეს ახალ LM-ში Lexus-ის დიზაინის "შპინდელური ძარის" კონცეფციისთვის შეესხათ ხორცი. ამის შედეგად მოხდა ცხაურის უკეთესი ინტეგრაცია, რომელიც ელექტრიფიცირებულ სიმძლავრეს განასახიერებს, ასევე მივიღეთ უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრი, რაც ავტომობილს სტაბილურობას და თავდაჯერებული იერს ანიჭებს.

  • სამმაგი შუქდიოდური განათება / Lexus-ის საფირმო უკანა მაშუქი

    უფრო დახვეწილი, მახვილი და ჰორიზონტალური შუქდიოდური წინა მაშუქები გამორჩეულია თავისი მარტივი დიზანით. ზედა / ქვედა ისრის ფორმის საფირმო მაშუქები Lexus-ის ბრენდის ინდივიდუალობას გამოჰკვეთს, ხოლო დღის განათება სინათლის ლამაზ გადასვლებს ქმნის. უკანა კომბინირებული მაშუქები შედგება დამატებითი სანათისგან, რომელიც L-ფორმის სანათის ზემოთაა განლაგებული და შესანიშნავ ხილვადობას და ავტომობილის კლასის წარმოჩენას უზრუნველყოფს.

აკონტროლებს ელექტრულ სრიალა კარებს, რომელიც ინტეგრირებულია ზედა კონსოლში და მძღოლს საშუალებას აძლევს გააღოს და დაკეტოს კარი VIP მგზავრისთვის. ანალოგიურად, როდესაც თან გაქვთ ელექტრონული გასაღები, LM-ში იღება ელექტრული სრიალა კარი იმ მხარეს, საიდანაც უახლოვდებით ავტომობილს. გაღება ხდება გასაღებზე ან კარის სახელურზე ერთი შეხებით, ხოლო დაკეტვა - კიდევ ერთი შეხებით. გაჭედვის საწინააღმდეგო სისტემა აღკვეთს კარში რაიმეს გაჭედვის ალბათობას. შთაგონებული იაპონური კარით Shoji, შეიქმნა სისტემა E-Latch, რომელიც აქტიურდება ჩამრთველით და კარი ერთი მოხდენილი მოძრაობით იღება.

იმისთვის, რომ სალონი მძღოლისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, Lexus-მა შეიმუშავა Tazuna-ს დიზაინის კონცეფცია. წარმომდგარი იაპონური სიტყვისგან, რაც "ცხენის სადავეებს" ნიშნავს, ეს კონცეფცია ორიენტირებულია უშუალო, ამავდროულად ინტუიციურ მართვაზე. ინფორმაციის წყაროები, ისეთი როგორიცაა: მულტიმედიური ეკრანი, მულტიინფორმაციული მონიტორი, ერთციფერბლატიანი საზომი და საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე, იმგვარად არის განლაგებული, რომ ინფორმაციის გაცნობა თვალის და თავის მინიმალური გამოძრავებით იყოს შესაძლებელი. ასევე, ძირითადი გადამრთველები და ღილაკები, მაგალითად "მართვის რეჟიმი" მარტივად ხელმისაწვდომია.

ინოვაციური ტექნოლოგია

  • განიერი 10" საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD)

    LM 350h-ის (შვიდადგილიანი) მართვის მონაცემები პირდაპირ საქარე მინაზე აისახება ფერადი გამოსახულებით. ეს 10" საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე შესაძლებლობას გაძლევთ შეამოწმოთ ნავიგაცია, უსაფრთხოების პარამეტრები, ინფორმაცია და აუდიო პარამეტრები ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროთ. მისი გამოყენება მარტივია საჭეზე განლაგებული სენსორული გადამრთველების წყალობით.

  • MARK LEVINSON®-ის აუდიო სისტემა 23 დინამიკით (4 ადგილიანი)

    LM 350h-ის თითქმის ჩუმი, ოთხადგილიანი სალონი უზრუნველყოფს იდეალურ პირობებს შეკვეთით დამზადებულ, 23 დინამიკიან Mark Levinson®-ის პრემიალურ აუდიო სისტემის ფუნქციონირებისთვის. სტანდარტული და მაღალი კლასის კომპლექტაციისთვის, ის შემუშავებულია ჩვენი ერთგული აუდიო-პარტნიორის მიერ. ეს ექსკლუზიური სისტემა ოპტიმიზებულია ავტომობილის შიდა არქიტექტურის შესაბამისად. სისტემა გთავაზობთ 7.1 არხიანი სახლის კინოთეატრის გამოცდილებას და მოიცავს 3D Mark Levinson® Surround და Quantum Logic Immerson სისტემებs, ხოლო Clarifi ტექნოლოგია აანალიზებს შეკუმშული ხმის წყაროს და ავსებს დაკარგულ მონაცემებს განსაკუთრებული ხარისხის აკუსტიკის მისაღებად. კიდევ უფრო კარგი ჟღერადობის მისაღწევად დინამიკები განლაგებულია განიერ ჭერზე, რითაც სამგზანომილებიანი ჟღერადობა წარმოიქმნება. ტიხრიანი დინამიკები 48" ეკრანის ზემოთ ისეა განლაგებული, რომ ყურებს უთანაბრდებოდეს, ხოლო თავისი მძლავრი და მრავალფეროვანი ჟღერადობით ორიგინალური მუსიკის ატმოსფეროს ქმნიდნენ. და ბოლოს, Blu-ray წამკითხველი, რომელიც ინტეგრირებულია ტიხრის ქვედა მარცხენა მხარეს, მუშაობს Blu-ray, DVD და CD დისკებზე.

  • უსადენო დამტენი

                                                                                    თქვენ შეგიძლიათ დამუხტოთ სმარტფონი ან სხვა ელექტრული მოწყობილობა ინდუქციური უსადენო დამტენის მეშვეობით. ის მოხერხებულად არის განლაგებული ცენტრალურ კონსოლზე, ხოლო დამუხტვა 50%-ით უფრო სწრაფად ხდება. იმისთვის, რომ თქვენი მოწყობილობები დამუხტული და დაკავშირებული იყოს, LM-ს გააჩნია რვამდე USB პორტი. Android Auto®-ს ან უსადენო Apple CarPlay®-ით ახალი LM საშუალებას გაძლევთ უკანა 14"-იან ან 14"/48"-იან სენსორულ ეკრანებზე თქვენი სმარტფონის არაერთი აპლიკაციით მარტივად ისარგებლოთ.

გაიგეთ ჩვენი ტესტ-დრაივების შესახებ

ჩვენი ტესტ-დრაივის დაპირება

გამოცადეთ Lexus-ის ტესტ-დრაივი, აირჩიეთ ავტომობილი, ადგილმდებარეობა და ტესტ-დრაივის ხანგრძლივობა.