შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის სამუშაო მაჩვენებლები ერთი შეხედვით. სრულფასოვანი ფერადი HUD-ის მეშვეობით, თქვენ პირდაპირ საქარე მინაზე იხილავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავტომობილის შესახებ ისე, რომ თვალს არ მოაშორებთ გზას.
სისტემა ERA GLONASS
თქვენი უსაფრთხოების გათვალისწინებით შექმნილი სისტემა ERA-GLONASS, უზრუნველყოფს საგანგებო სამსახურებთან ავტომატურად ან მექანიკურად დაკავშირების ფუნქციას. საგანგებო სამსახურების გამოძახების ღილაკი საშუალებას მოგცემთ, მოითხოვოთ გადაუდებელი დახმარება დაუყოვნებლივ, საგზაო შემთხვევის დროს.
საბარგული
გასაკვირი არაა, რომ LX-ს, როგორც Lexus-ის ყველაზე დიდ კროსოვერს, განსაკუთრებით ტევადი და მოსახერხებელი საბარგული აქვს. უკანა სავარძლები იკეცება. 8-ადგილიან ვერსიაში, მას აქვს 701 ლიტრის ტევადობა (909 ლიტრის - 5-ადგილიან ვერსიაში), რაც საკმარისია ოთხი ან ხუთი გოლფის კომპლექტის ან დიდი ჩემოდნის დასატევად. თუმცა, თუ უფრო მეტი ადგილი გჭირდებათ, შეიძლება სავარძლების მეორე რიგის დაკეცვა 40-20-40 პროპორციით, მრავალმხრივი "ერთი შეხების ტუმბლერის" მექანიზმის მეშვეობით.