ჩვენი საფირმო დიზაინის საფუძველი
დიზაინისადმი ჩვენი მიდგომა L-Finesse დიზაინის ენით განისაზღვრება. ის სამი ძირითადი პრინციპისგან შედგება, აერთიანებს მოწინავე დიზაინს და ტექნოლოგიას ოსტატობასთან, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ კომფორტს ეფუძნება.
Lexus გამორჩეულია თავისი საკულტო დიზაინით და მისთვის საზღვრები არ არსებობს. აღმოაჩინეთ ჩვენი L-Finesse ფილოსოფია, L ფორმის წინა მაშუქები და საფირმო ცხაური. აღმოაჩინეთ ის სილამაზე და ინტუიცია, რაც ჩვენს საფირმო დიზაინს ქმნის.
დიზაინისადმი ჩვენი მიდგომა L-Finesse დიზაინის ენით განისაზღვრება. ის სამი ძირითადი პრინციპისგან შედგება, აერთიანებს მოწინავე დიზაინს და ტექნოლოგიას ოსტატობასთან, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ კომფორტს ეფუძნება.
Lexus-ის მსგავსად არცერთი ავტომობილი შექმნილა. ჩვენ მიზნისკენ მოკლე გზებს არ ვარჩევთ, რადგან სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი გზა მიდის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე, რაც გამორჩეული ხარისხის გარანტიაა.
შეუდარებელი გამოცდილება იბადება იმისგან, რაც უკვე ნაცნობი და მსგავსია. იბადება მისწრაფებისგან, იყოს გამორჩეული და გააკეთოს თამამი არჩევანი. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი დიზაინერული მიმართულება და თამამი დიზაინი დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.
LBX-ის შექმნის პროცესში ჩვენ მოვარგეთ და განვავითარეთ Lexus-ის ცნობილი „მტკიცე მზერის“ მემკვიდრეობა. ისეთი თავისებურებები, როგორიცაა: რადიატორის გაერთიანებული ცხაური, დაბალი ხუფი და მომხიბლავი წინა მაშუქები ავტომობილის გამორჩეული შტრიხებია. ამასთან, იგი Lexus-ის საფლაგმანო მოდელად რჩება, რომელშიც შენარჩუნებულია Lexus-ის სრულყოფილი დიზაინერული მიდგომები. LBX - კომპაქტური ქროსოვერი ყველასთვის მოულოდნელად, მძლავრ და ელეგანტურ ავტომობილად მოგვევლინა.