იყავით კონტაქტზე
აღმოაჩინეთ ოსტატობა

Takumi-ს ფილოსოფია

უძველესი იაპონური ცნება Takumi არსებითია იმ ყველაფრისთვის, რასაც ვქმნით. თითოეულ ავტომობილს ნათლად ეტყობა ადამიანის ფაქიზი ხელი და კომპეტენცია. ჩვენი Takumi ოსტატები Lexus-ის დიზაინის შექმნის და შემდგომი განვითარების თითოეულ ასპექტს ფაქიზად უდგებიან.

Takumi ოსტატად ჩამოყალიბება


საქმისადმი თავდადების, ოსტატობისა და გამოცდილების წყალობით, Takumi ოსტატები ამ ფილოსოფიის ერთგული მცველები არიან. საჭიროა 10,000 საათი, რომ გახდეთ ექსპერტი, მაგრამ იმისათვის, რომ გახდეთ Takumi ოსტატი, თქვენ დაგჭირდებათ 60,000 საათი. 

საათობით პრაქტიკისა და სწავლების შედეგად, Lexus-ის Takumi ოსტატებმა განავითარეს თითქმის ზეადამიანური შეგრძნებები. მხედველობა, რომელსაც შეუძლია დაინახოს ის ნიშნები, რომლებიც მოუმზადებელი თვალისთვის შეუმჩნეველია, სმენა, რომელსაც შეუძლია გაიგოს ძრავის ბგერები ქირურგიული სიზუსტით და შეხების შეგრძნება, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მილიმეტრის ზომის ხარვეზები.

Takumi ოსტატის თვისებები

დროით გამოცდილი კომპეტენცია

თითოეულ Takumi ოსტატს სულ მცირე, მეოთხედი საუკუნის გამოცდილება აქვს თავის სფეროში. ამ წლების განმავლობაში თავდადებული სწავლის შედეგად, გამაოგნებელია ღრმა და ფართო ცოდნა, ისეთივე შესანიშნავი, როგორიც მათი ინტუიციაა. კიუში, Lexus-ის მიიატას ქარხანაში მომუშავე 7,700 სპეციალისტს შორის მხოლოდ ცხრამეტია Takumi ოსტატი, რაც უმაღლეს საინჟინრო რანგს წარმოადგენს.

უნარებში უკონკურენტო

Takumi ოსტატი გარდა შთაგონებისა და უნარებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დეტალებს. ავტომობილის შექმნის პროცესში თითოეული ოსტატი ყურადღებას ამახვილებს განსხვავებულ, კონკრეტულ დეტალზე, რაც მის გატაცებად და აკვიატებად იქცევა.

შეხების სიფაქიზე

Takumi-ს ოსტატები უაღრესად კარგად ერკვევიან უახლეს ტექნოლოგიებში და წამყვან როლს ასრულებენ მათ შექმნაში. თუმცა მათი მრავალი, ყველაზე ცნობილი უნარი ბევრად წინ უძღვის ციფრულ ეპოქას. Takumi-ს გაძლიერებული შეხების გრძნობა ლეგენდარულია. ხელები მათი ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტია. ფაქიზი თეთრი ხელთათმანებით, ისინი იყენებენ მახვილ მგრძნობიარობას მილიმეტრზე პატარა, უმცირესი ნაკლისა და არასრულყოფილების აღმოსაჩენად. ამით, ისინი გამორჩეული ხარისხის გარანტიას ქმნიან.

სიჩქარე და სიზუსტე

Takumi ოსტატად გახდომამდე, ხდება კანდიდატების მკაცრად შეფასება. ერთ-ერთი ტესტი გამორჩეულად იაპონური ხასიათისაა და ადამიანის შეხების ძალას უკავშირდება. ის კონცენტრირებულია ქაღალდის დაკეცვის ხელოვნებაზე - ორიგამიზე. დამწყებ Takumi-ს სთხოვენ, გააკეთოს ერთი შეხედვით მარტივი ორიგამის კატა მხოლოდ ერთი - არადომინანტური ხელით და ეს 90 წამში უნდა მოესწროს.
უმაღლესი სტანდარტები

ყურადღება მცირე დეტალების მიმართ

გვერწმუნეთ, Lexus-ის მსგავსად ვერ იქმნება ვერცერთი ავტომობილი. ჩვენ არ ვცდილობთ მიზნისკენ მიმავალი მოკლე გზა ვიპოვოთ. ყოველ უმცირეს დეტალსაც კი დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი Takumi ოსტატები და ტესტ-დრაივის მძღოლები გადიან შემოწმებას და თავისი შრომის შედეგად უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
გარანტირებული ხარისხი

ტრადიციისა და მომავლის ტენოლოგიების თანხვედრა

ჩვენ ვიცით, რომ შეუდარებელი ოსტატობა წარმოიქმნება ადამიანური ურთიერთობის ტრადიციების და მომავლის ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად. სწორედ ამიტომ ჩვენი არაერთი რობოტული ფუნქცია დაპროგრამებულ იქნა Takumi-ს უნარების გათვალისწინებით. შედეგად მივიღეთ ჭეშმარიტად ოსტატური ავტომატიზაცია.  

იხილეთ Takumi-ის ხელოვნება

გაიცანით ჩვენი Takumi ოსტატი კოძიმა და თავად დარწმუნდით, თუ რამდენად უწყობს ხელს ოსტატობას გულმოდგინე მომზადება და უნარები, რისი წყალობითაც იგი სრულყოფს Lexus-ის იმ თითოეულ ავტომობილს, რომელზეც მუშაობს.