იყავით კონტაქტზე

Bell Tower-ის პროექტი “OPEN SOURCE COMMUNITIES”, LDA 2020-ის გრან-პრის გამარჯვებულია

გრან-პრის გამარჯვებული

Lexus International-მა Lexus Design Award 2020 გრან-პრის გამარჯვებულად გამოაცხადა სტუდია Bell Tower კენიიდან. Bell Tower-ის პროექტი სახელად "Open Source Communities" არჩეულ იქნა 79 ქვეყნის 2042 განაცხადიდან. მიმდინარე, მერვედ გამართული კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები ეფუძნებოდა Lexus-ის ბრენდის სამ ძირითად პრინციპს: განჭვრეტას, ინოვაციას და მოხიბვლას, რაც უნდა გაგვიძღვეს წინ, უკეთესი მომავლისკენ.

გამარჯვებული პროექტი "Open Source Communities" ეხება იმ პრობლემათა გადაჭრას, რაც ხშირად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში. პროექტი იყენებს გონივრულ დაგეგმარებას, რათა შეიქმნას ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანებები, სადაც მუდმივად იქნება სუფთა წყლის რესურსები. პრიზის გადაცემისას ჯონ ბრაიან კამაუმ აღნიშნა: "ჩვენთვის, სტუდია Bell Tower-ისთვის დიდი პატივია 6 ფინალისტს შორის მოხვედრა და შემდეგ კი Lexus Design Award 2020-ის გრან-პრის მოპოვება. ჩვენი გზა გამარჯვებისკენ არაერთი სირთულით დაიწყო. თუმცა, შეუპოვრობა არ დაგვიკარგავს, რომ ჩვენი ამბიციური კონცეფცია წარმოგვედგინა. ჩვენმა გამოცდილებამ შეუფასებელი გაკვეთილები გვასწავლა, რაც მთელი ცხოვრება გაგვყვება. ჩვენი ყველა მომავალი პროექტი შესაბამისი იქნება იმ ძირითადი პრინციპებისა, რაც ვისწავლეთ როგორც Lexus-ის ოჯახის წევრმა".

ვირტუალური ჟიური

მიმდინარე წლის განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, Lexus-მა ამ პროცესის ფარგლებში, პირველად თავის ისტორიაში, შექმნა ვირტუალური ჟიური, რომელიც ხელს უწყობს და განვითარებაში ეხმარება ახალი თაობის ნიჭიერ შემოქმედებს. გრან-პრის გამარჯვებული გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ექვსი ფინალისტიდან თითოეულმა ჩვენს ჟიურის წარუდგინა თავისი ნამუშევარი და აუხსნა, თუ როგორ შექმნიან უკეთეს მომავალს. ფინალისტებს ექვსი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროგრამის ოთხი მენტორი, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ Lexus Design Award 2020-ის ფინალს.

კომისიის გადაწყვეტილება და ჟიური

კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ჟიურის წევრმა და სტუდია Gang Founding-ის დამფუძნებელმა ჯინ გენგმა განაცხადა, " სხვადასხვა დროის მონაკვეთში, დიზაინს ახასიათებდა გაბედული ესთეტიკა, უკიდურესი ფუნქციონალობა, ასევე იუმორი და გამჭრიახობაც. თუმცა, დღეს, როცა ჩვენი სამყარო დგას დიდი პრობლემების - კლიმატური ცვლილების და სოციალური უთანასწორობის წინაშე, არსებობს მოთხოვნილება, რომ შეიქმნას სისტემური დიზაინური მიდგომები. გრან-პრის გამარჯვებული აფართოებს დიზაინის ჩვენებურ განმარტებას, ამატებს ფინანსირების სისტემებს სოციალური პროექტებისთვის და ითვალისწინებს იმ მნიშვნელოვან როლს, რაც სუფთა სასმელ წყალს გააჩნია ადამიანების კეთილდღეობისთვის.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდება პროექტი და როგორი ფინანსური მხარდაჭერა ექნება, დიზაინერები გვიფართოებენ აღქმას თუ რა არის დიზაინი და როგორი შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი წარმოადგენს აპარატს, რომლის ფუნქციაა დასალევად წვიმის წყლის შეგროვება და შენახვა, ის ასევე არის ფინანსური გეგმა საზოგადოების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

Lexus გულითად მადლობას უხდის Lexus Design Award 2020-ის ექვს ფინალისტს დაუღალავი შრომისთვის და ჩვენს ჟიურის წევრებს: პაოლა ანტონელის, ჯინ გენგს, ჯონ მაედას და საიმონ ჰამფრის. ასევე მენტორებს: ჯო დუსეტს, ბეთან გრეის, ფილიპ მალუინს და შოჰეი შიგემაცუს.

კონკურსის გამარჯვებულის პრიზი

კონკურსის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი პრიზი შექმნილია Lexus Design Award 2013-ის გამარჯვებულის ჰიდეკი იოშიმოტოს მიერ. ამჟამად ის არის ლონდონში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალი დიზაინერი. იოშიმოტოს თქმით, "ეს ჯილდო იქნება მომავალი კონკურსების სახე, ამიტომ შევეცადე, რომ შემექმნა მარტივი, ღირსეული ფორმა, თავისუფალი ხელოვნურობისგან, ისეთი დიზაინი, რომელშიც იგრძნობა როგორც სითამამე, ასევე სინაზე. ოსტატები პრიზს ამზადებენ შებოლილი ხისგან და ფარავენ ლაქით ტრადიციულ კავაცურას სტილში, რასაც ვხვდებით იაპონიაში, აკიტას რეგიონში. თითოეულ ხელით დამზადებულ ჯილდოში მთელი სული და გულია ჩადებული და გამარჯვებულის შემოქმედებით ვნებას სრულად შეესაბამება."

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ Lexus Design Award
Lexus Design Award 2021-ისთვის განცხადებების მიღება სრულდება 11 ოქტომბერს. გთხოვთ, დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ ჩვენს ვებსაიტზე:
Discover Lexus
ოფიციალური ჰეშთეგი: #LexusDesignAward