იყავით კონტაქტზე

LM 7 seater white

Wagon 5 Doors

Lexus LM
4X4
2.5 TNGA HV 25H-

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka

გარანტია

მწარმოებლის გარანტია

Lexus-ის ქარხნული გარანტიის წყალობით, თითოეული მგზავრობა ჩაივლის მშვიდად - იქნება ეს სასწრაფო ბიზნეს-ვიზიტი თუ შაბათ-კვირას დასასვენებლად წასვლა. ჩვენი სტანდარტული გარანტია, რომელიც მოიცავს გარანტიას 100 000 კმ-ზე - როგორც მექანიკურ გაუმართაობებზე და 5 წლიან გარანტიას ჰიბრიდულ კომპონენტებზე და ბატარეაზე, გთავაზობთ ავტომობილის სრულ დაცვას და სიმშვიდეს ნებისმიერი მოგზაურობისას.

გახანგრძლივებული გარანტია

Lexus-ის გახანგრძლივებული გარანტიის წყალობით, საჭესთან თქვენი თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როდესაც სტანდარტული გარანტიის მოქმედების ვადა დასასრულს მიუახლოვდება, გახანგრძლივებული გარანტია, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის მომზადდა, ავტომობილის მთელი ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში თავს მშვიდად გაგრძნობინებთ.

შეკეთება

Lexus-ის ავტომობილები სახელგანთქმული არიან ფუფუნებით, ხარისხით და საიმედოობით. ჩვენი სარემონტო მომსახურებაც არ არის გამონაკლისი.

ჩვენ გთავაზობთ თქვენი Lexus-ის სარემონტო მომსახურების სრულ სპექტრს. ეს მოიცავს როგორც მცირე ჩაზნექილი ადგილების გასწორებას, ასევე უფრო კომპლექსურ შეკეთებასაც. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი Lexus ახალივით გამოიყურებოდეს. Lexus-ის კვალიფიცირებული სპეციალისტები შეაკეთებენ თქვენს ავტომობილს სწრაფად, პროფესიონალურ დონეზე და მხოლოდ ორიგინალი ავტონაწილების გამოყენებით.