იყავით კონტაქტზე

LEXUS, 2019 წლის, ჟენევის ავტოშოუზე

2019 წლის, ჟენევის ავტოშოუზე, Lexus გამართავს ორი ახალი მოდელის ევროპულ პრემიერას. მათგან, ერთი წარმოადგენს შთამბეჭდავ, სამომავლო დიზაინის აზროვნებას, ხოლო მეორე - მზარდ გამოცდილებას საერთაშორისო ავტოსპორტში.

LEXUS LC-ს კაბრიოლეტის კონცეფციის, დიზაინის მიზანი: სრულყოფილი სილამაზე

ახალი Lexus LC-ს კაბრიოლეტის კონცეფცია წარმოადგენს ღია სახურავიანი როდსტერის მძლავრ და შთამბეჭდავ ინტერპრეტაციას. სრულყოფილი სილამაზის მიზანი მიღწეულია იაპონური ესთეტიკის შერწყმით ავტომობილის მართვის იმ შეგრძნებასთან, რომლის მონიჭებაც მხოლოდ კაბრიოლეტს შეუძლია.

LC-ს კაბრიოლეტის კონცეფციის სპორტული პროპორციები, ავტომობილს აძლევს გრძელ, დაბალ და ვიწრო ფორმას. ამავე დროს, სალონი საკმაოდ ტევადია იმისათვის, რომ თავი მოხერხებულად იგრძნონ, როგორც მძღოლმა, ასევე მგზავრებმაც. თეთრ ტყავის სავარძლებზე ყურადღებას იპყრობს ყვითელი ფერის ელემენტები, რომლებიც არ არღვევენ საერთო დიზაინის დახვეწილ ელეგანტურობას.