-
-
ლონდონი/ბრიუსელი - Lexus - მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე პრემიალური კლასის ავტომობილების ბრენდი 2003 წელს ATP Tour-ის ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი და Platinum პარტნიორი გახდა.
მრავალწლიანი პარტნიორობის წყალობით, Lexus-ს საშუალება მიეცემა ჩამოაყალიბოს პარტნიორობა ძირითად ბაზრებზე, რასაც ATP Tour-ის ღონისძიებებზე პრემიალური კლასის გულშემატკივრების მიზიდვაც შეუწყობს ხელს. ეს მოიცავს ახლახან გამოცხადებულ პარტნიორობას Lexus-სა და LTA-ს შორის დიდ ბრიტანეთში, მათ შორის Cinch (დედოფლის) და Rothesay-ის საერთაშორისო (ისთბურნი) ჩემპიონატებზე, ისევე როგორც Fayez Sarofim და Co. U.S. Men's Clay Court-ის ჩემპიონატზე (ჰიუსტონი). ATP და Lexus დამატებითი პარტნიორობის ფარგლებში ამ სეზონის ATP-ის ტურნირებზეც ითანამშრომლებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ Lexus 2023 წლიდან Nitto ATP-ის ფინალური ეტაპის Platinum პარტნიორი და ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი გახდა. ეს ფინალური ეტაპი 12-19 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ტურინში გაიმართება, სადაც მხოლოდ 8 ფინალისტი ითამაშებს და ამ პრესტიჟული ტიტულისთვის მხოლოდ საუკეთესო გუნდები იბრძოლებენ. სწორედ აქ, ტურნირის მიმდინარეობის განმავლობაში, მოთამაშეების, ოფიციალური პირებისა და სხვა სტუმრების ტრანსპორტირების მიზნით, Lexus წარმოადგენს ელექტრიფიცირებული მოდელების პარკს, მათ შორის ახალ, სრულად ელექტრულ Lexus RZ 450e-ს.
Lexus-ს ასევე შეეძლება მთელი წლის განმავლობაში თავისი ბრენდი ATP Tour-ის სწრაფად მზარდ ციფრულ და სოციალურ პლატფორმებზე წარადგინოს, მათ შორისაა "ATP Head-to-Head (Opens in new window)" - პოპულარული ინტერაქტიული ფუნქცია, რომელიც გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს ტურნირში მოთამაშეების ასპარეზობას უკეთ გაეცნონ.
პრემიალური კლასის საავტომობილო ინდუსტრიის ელექტრიფიკაციის სფეროში Lexus-ს მოწინავე პოზიცია უკავია. ის ისწრაფვის მდგრადი მობილურობის კონცეფციის ხორცშესხმისკენ, რომელსაც Lexus Electrified ეწოდება. ბრენდის ყოვლისმომცველი ელექტრიფიცირებული პორტფოლიო მოიცავს თვითდამუხტვად ელექტრულ ჰიბრიდს, plug-in ელექტრულ ჰიბრიდს და სრულად ელექტრულ მოდელებს. 2023 წელს ATP ტურნირების მიმდინარეობის დროს და შემდგომაც, ასეთი მოდელების წინ წამოწევა და გამოყენება შეესაბამება ATP Tour-ის კლიმატთან დაკავშირებულ ამბიციებს და გაეროს "სპორტი კლიმატისთვის" ინიციატივას, რაც 2040 წლისთვის ნულოვანი დონის ემისიების მიღწევას გულისხმობს.
მასიმო კალველი, ATP-ს ხელმძღვანელი: "ATP Tour-ის და Lexus-ის ბრენდები ისწრაფვიან ინოვაციის, პროდუქტიულობისა და სრულყოფილებისკენ, რაც ATP-ის ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენს ძალისხმევაშიც კარგად ჩანს. გულშემატკივრები და მომხმარებლები ჩვენთვის პირველ ადგილზეა და ორივე ბრენდი ვცდილობთ, რომ ადამიანებმა დაუვიწყარი გამოცდილება მიიღონ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ Lexus წარმოდგენილია ATP Tour Platinum პარტნიორის სახით და ვაპირებთ ეს თანამშრომლობა ჩვენს გლობალურ პლატფორმებზეც განვავრცოთ".
პასკალ რუხი, Toyota Motor Europe-ის ვიცე-პრეზიდენტი: "Lexus-ში ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს ვნერგავთ. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ავტომობილებს, არამედ კლასსაც, რასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ. ჩვენი მიზანია მომხმარებლების სახეზე ღიმილი დავინახოთ. ამას ემსახურება ჩოგბურთის ტურნირი, სადაც ინდივიდუალური შესრულება აღფრთოვანებას იწვევს. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ATP Tour-თან და რომ მთელი ევროპის მასშტაბით და მის მიღმა მილიონობით გულშემატკივარს უმაღლესი კლასის ჩოგბურთის მატჩების ხილვის შესაძლებლობა ეძლევა".
მედია კონტაქტი: communications@atptour.com
ATP-ის შესახებ
ATP-ის - კაცთა პროფესიონალური ჩოგბურთის მართვის საერთაშორისო ორგანოს მისია ჩოგბურთის ხელშეწყობაა. ჩვენ ვართობთ მილიონობით გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში და წარმოვაჩენთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილე დიად მოთამაშეებს, შემდეგი თაობის გულშემატკივრებისა და მოთამაშეებისთვის კი ეს ყველაფერი შთაგონების წყარო ხდება. იქნება ეს ავსტრალიის United Cup, ტურნირები ევროპაში, ამერიკასა და აზიაში, ATP Masters 1000, 500 და 250-ის, ასევე დიდი სლემის ტურნირები, ჩოგბურთის ვარსკვლავები ერთმანეთს უპირისპირდებიან Pepperstone ATP-ის ტიტულებისა და სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად. ყველა გზა Nitto ATP Finals-ისკენ მიდის, რომელიც იტალიაში, ტურინში გასამართი პრესტიჟული ასპარეზობის ფინალურ ეტაპს წარმოადგენს. მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 8 საუკეთესო მოთამაშე და წყვილები. ამ ტურნირზე Pepperstone-ის მიერ ATP-ის მსოფლიოში ნომერი პირველი ჩოგბურთელი დასახელდება, რაც ჩოგბურთის სამყაროში უმაღლეს ტიტულად ითვლება. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: www.ATPTour.com (Opens in new window).
LEXUS-ის შესახებ
Lexus, დაარსებული 1989 წელს, საერთაშორისო მასშტაბის ლუქს კლასის ბრენდს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლებს პრემიალური კლასის ავტომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორისაა LS და ES-ის სედანები, LC-ის კუპე, LBX, UX, NX, RZ და RX ქროსოვერები, ასევე ლუქს კლასის ყველგანმავლები GX და LX. Lexus ისწრაფვის შექმნას ლუქს კლასის ავტომობილი, რომელიც გააერთიანებს წარმოსახვით ტექნოლოგიებს, ოსტატობას, დახვეწილ ელეგანტურობასა და "Omotenashi"-ს - იაპონური სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 2.5 მილიონზე მეტი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული, plug-in ჰიბრიდული და სრულად ელექტრული ავტომობილი. Lexus-ის ელექტრიფიცრებული ხედვა ეფუძნება ბრენდის გამოცდილებას ელექტრიფიცირებულ ავტომობილებში და მისი მიზანია ავტომობილების სამუშაო მაჩვენებლები, მართვადობა და კონტროლი, ასევე ელექტრიფიცირებული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. 2022 წელს Lexus-მა დაახლოებით 625,000 ავტომობილი გამოუშვა, მათ შორის 50,467 ევროპაში, საიდანაც 80%-ზე მეტი ელექტრიფიცირებული იყო.