იყავით კონტაქტზე
მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება

F SPORT

Lexus-ის ცალკეული მოდელები ხელმისაწვდომია F SPORT-ის კომპლექტაციით, რომელიც შთაგონებულია ჩვენი RC F მოდელით. შედეგად გაძლიერებულია Lexus-ის მოდელების შთამბეჭდავი იერი და თითოეულ F SPORT მოდელს სპორტული იერი დაჰყვება. ახლა კი დროა მისი მართვითაც ისიამოვნოთ.

სპორტული სულით შთაგონებული ავტომობილები

F ფილოსოფია

Lexus-ის F ფილოსოფია ვლინდება თითოეულ F SPORT-ის ავტომობილში მძლავრი ექსტერიერის დიზაინის, სპორტული სალონის და ექსკლუზიური მახასიათებლების ჩათვლით. ყოველივე ეს იმისთვისაა, რომ თქვენ, როგორც მძღოლმა მართვით შეუდარებელი გამოცდილება მიიღოთ.

F SPORT-ის ექსტერიერის დიზაინი


F SPORT-ის დიზაინი შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს

მუხრუჭის განიერი გამაგრილებელი მილები და აეროდინამიკური კიდეები წინა ქვედა სპოილერზე, ხაზს უსვამს მიზანმიმართულ და აგრესიულ ხასიათს და ამასთან, ზრდის ქვემოთ მიმართულ ძალას. უნიკალური ალუმინის დისკები და F SPORT ემბლემები დასრულებულ სახეს აძლევს დიზაინს და მიანიშნებს განთქმულ ფუჯის ავტოდრომთან კავშირზე. აღმოაჩინეთ ექსტერიერის მეტი ექსკლუზიური ფუნქცია ქვემოთ.

გაუმჯობესებული მახასიათებლები

ექსკლუზიური დისკები და დაკიდების სისტემა

მსუბუქი ალუმინის დისკები მორგებულია დაბალბორტიან საბურავებთან, მოსახვევებში უკეთესი მოჭიდების ძალის უზრუნველსაყოფად. როგორც წინა, ასევე უკანა დაკიდების სისტემა დარეგულირებულია ისე, რომ გააუმჯობესოს მანევრირების უნარი და მართვის ხარისხი.
გამორჩეული დეტალები

ექსკლუზიური წინა ბამპერი და ცხაური

გამორჩეული, ფიჭისებრი ფორმის ცხაურით და უნიკალური ბამპერით, F SPORT-ის მიმზიდველი წინა ხედი გაბედულ და დამაჯერებელ დიზაინს ქმნის. უფრო ღრმა, ქვედა სექცია მოიცავს ერთიან სპოილერს და მას ემატება ორი განცალკევებული ბადისებრი გარე ცხაური.

F SPORT-ის ინტერიერის მახასიათებლები


ჩვენს F SPORT-ის მოდელებში, რბოლებით შთაგონებული ინტერიერის მახასიათებლები მოიცავს ექსკლუზიურ სავარძელს, ალუმინის გამოჩარხულ სატერფულებს და F SPORT-ის საჭეს. ჩაჯექით გულდასმით აწყობილ სალონში და დაინახავთ, რომ დიზაინის თითოეული ელემენტი ინტუიციურად დაგაკავშირებთ ავტომობილთან და მის სპორტულ იერთან.

გამორჩეული იერი და შეგრძნება

მაღალეფექტური სავარძელი

F SPORT-ის სავარძელი მოხვევის დროს გაფიქსირებთ თეძოდან მხრებამდე, მისი დიზაინი ხასიათდება უფრო დეტალური პროფილით და გაუმჯობესებული მორგებით. ლამაზი ნაკერები ხელით არის შექმნილი ჩვენი "Takumi" ოსტატი ხელოსნების მიერ.
უფრო მჭიდრო კავშირი

სარბოლო ტრასით შთაგონებული მონიტორი

F SPORT-ის მართვის პანელის დინამიკური დიზაინი უზრუნველყოფს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის მიწოდებას ისე, რომ ავტომობილის მუშაობასთან დაკავშირებული მონაცემები ზუსტად ნახოთ ერთი შეხედვით. მართვის რეჟიმის შერჩევასთან დაკავშირებული ხელსაწყოთა პანელი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ რეჟიმს აირჩევთ.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ხელმისაწვდომია ზოგიერთ მოდელზე Lexus-ის ხაზში.

 

 

 

განსაკუთრებული ხარისხი

სპორტული საჭე და სატერფულები

F SPORT-ის ემბლემით შემკული, ერგონომიკული სპორტული საჭე მოპირკეთებულია ექსკლუზიური პერფორირებული ტყავის საფარით. საჭეს ავსებს სიჩქარეების გადამრთველები. თქვენს ფეხქვეშ ალუმინის დამუშავებული სატერფულები ასახავს RC F მოდელის მოტოსპორტის დიზაინის მემკვიდრეობას, უზრუნველყოფს შესანიშნავ მოჭიდებას და გაუმჯობესებულ შეგრძნებას.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ხელმისაწვდომია ზოგიერთ მოდელზე Lexus-ის ხაზში

 

 

F Sport-ის ხელმისაწვდომი მოდელები