იყავით კონტაქტზე
მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება

F მოდელები

F ფილოსოფია მოიცავს ავტოსპორტის ტექნოლოგიას, ზუსტ ინჟინერიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფვას მართვის სუფთა, სიღრმისეული შთაბეჭდილებებისკენ. აღმოაჩინეთ F მოდელის სიმძლავრე, სამუშაო მაჩვენებლები და მართვით განცდილი სიამოვნება.

შექმნილი თითოეული მძღოლისთვის

აღმოაჩინეთ მართვის ხალისი

Lexus-ის F ავტომობილები შექმნილია განვითარებისთვის, იმისთვის, რომ გააძლიეროს მძღოლის უნარ-ჩვევები. Lexus-ის F ავტომობილის საჭესთან თქვენ აღმოაჩენთ, თუ რა არის მართვით გამოწვეული ნამდვილი სიხარული და თავდაჯერებულობა.

მართვით მიღებული აღუწერელი შეგრძნება

გამაოგნებელი და სულისშემკვრელი

ზოგიერთები RC F-ს აღწერენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ, მაღალი სამუშაო მაჩვენებლების მქონე 2+2 ავტომობილს. თუმცა, თუ RC F-ის დახასიათებას გადაწყვეტთ, გაგიჭირდებათ იმ ემოციების და აღტაცების გადმოცემა, რომლებსაც ამ ავტომობილის მართვისას განიცდით.

RC F დეტალურად


  • რბოლისთვის განკუთვნილი V8 უზრუნველყოფს 477 DIN ცხენის ძალას და 520 ნმ ბრუნის მომენტს;
  • სწრაფი, 8-სიჩქარიანი სპორტული, პირდაპირი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ირთვება მხოლოდ 0.2 წამში;
  • სავალი ნაწილის ხისტი დიზაინი და ვექტორული მომენტის დიფერენციალი უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის კონტროლს და მოსახვევებში შესანიშნავად მოძრაობის უნარს; 
  • რბოლაზე ორიენტირებული ხელსაწყოთა პანელი მოიცავს G-ძალის სენსორს და ქრონომეტრს
  • 0-100კმ/სთ : 4.5 წმ;
  • მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ.