იყავით კონტაქტზე

UX Eco 250h E-Four

5 კარიანი ქროსოვერი

Lexus UX
4X4
2.0ლ ჰიბრიდი HEV

POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka

  • Lexus-ის მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

    UX 250h მოქმედებაში მოჰყავს Lexus-ის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ სისტემას, სიმძლავრით 180 DIN ც.ძ. ის აღჭურვილია მაღალეფექტური 2.0 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით. ხელმისაწვდომია წინა ან E-Four ოთხივე ამძრავი თვლიანი მოდელების სახით. სისტემას გააჩნია კომპაქტური გადაცემათა კოლოფი და მართვის ბლოკი, რომელიც შექმნილია გახურებისა და ხახუნის ძალის შედეგად დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. გამოიყენება ნიკელ-ლითონის ჰიდრიდული ბატარეა შეცვლილი კონსტრუქციითა და გაგრილების სისტემით.

  • F SPORT / F SPORT დიზაინი

    ახალი პლატინისფერი საღებავი UX-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ვიდრე ოდესმე. მის დინამიკურ და ელეგანტურ დიზაინს ხაზს უსვამს სპორტული, 18 დუიმიანი ალუმინის დისკები და თვლის თაღის სხმულები ძარის ფერში. ასევე UX-ის ხაზში F SPORT-ის დიზაინის მოდელები მოიცავს F-ბადისებრ წინა ცხაურს და ორი ტონალობის მქონე სახურავს, რაც მომენტალურად გამოხატავს მოდელის დინამიკურობას.

  • უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + / NCAP რეიტინგში 5-ვარსკლავიანი შეფასებით

    ავტომობილი აღჭურვილია ჩვენი ინოვაციური უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +, რომელიც მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემას ახლა უკვე ქვეითების დღისით/ღამით აღმოჩენის და ველოსიპედისტების დღისით აღმოჩენის ფუნქციებს. ამგვარად, UX გამოირჩევა თავის კლასში უსაფრთხოების საუკეთესო მაჩვენებლებით - პრესტიჟულ NCAP რეიტინგში 5-ვარსკვლავიანი შეფასებით. უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + მოიცავს: შეჯახების პრევენციის სისტემას ქვეითების ამოცნობის ფუნქციით; კრუიზ-კონტროლს დინამიკური რადარით; ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემას; ავტომატური შორი განათების სისტემას; გზაჯვარედინზე მოხვევის დამხმარე სისტემას.

UX-ის გალერეა

იხილეთ 360°-ით

სრულ ეკრანზე დახურვა