Lexus-ის მე-4 თაობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი
UX 250h მოქმედებაში მოჰყავს Lexus-ის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ სისტემას, სიმძლავრით 180 DIN ც.ძ. ის აღჭურვილია მაღალეფექტური 2.0 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით. ხელმისაწვდომია წინა ან E-Four ოთხივე ამძრავი თვლიანი მოდელების სახით. სისტემას გააჩნია კომპაქტური გადაცემათა კოლოფი და მართვის ბლოკი, რომელიც შექმნილია გახურებისა და ხახუნის ძალის შედეგად დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. გამოიყენება ნიკელ-ლითონის ჰიდრიდული ბატარეა შეცვლილი კონსტრუქციითა და გაგრილების სისტემით.