POST https://dxp-webcarconfig.lexus-europe.com/v1/compare-v2/ge/ka
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + წარმოადგენს ჩვენს უახლეს მიღწევას ავტომობილის უსაფრთხოების დარგში. ოთხი ინოვაციური სისტემის მეშვეობით, უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System +, რომელიც შეიქმნა ათწლეულების განმავლობაში ინოვაციებისა და საგზაო შემთხვევების სიღრმისეული კვლევის შედეგად, მიმართულია შემთხვევების პრევენციის სამ ძირითად სფეროზე: ფრონტალური შეჯახებები, ზოლიდან შემთხვევით გადასვლა და ღამით მომხდარი საგზაო შემთხვევები.
თუ ახდენთ პარკირებას ან ემზადებით ზოლის შეცვლისთვის, გამოცდილმა მძღოლმა ყოველთვის იცის, თუ რა ხდება მის გარშემო. Lexus-მა განავითარა ეს პრინციპი თქვენი აღქმის გასაუმჯობესებლად, ინტუიციური მახასიათებლებით, რომლებსაც ახალ სიმაღლეზე აჰყავთ თქვენი მართვის გამოცდილება.