იყავით კონტაქტზე

LEXUS 2018 წლის, პარიზის ავტომობილების გამოფენაზე

 

2 ოქტომბერს, პარიზის ავტომობილების გამოფენაზე გაიმართება Lexus-ის მსოფლიო დებიუტი, სადაც ის წარადგენს ლუქს კლასის, სპორტული კუპე RC-ს ახალ ვერსიას, ახალ UX-ს, მეშვიდე თაობის ES-ს და "LC Yellow Edition"-ს.

 

LEXUS წარმოგიდგენთ განახლებულ, ლუქს კლასის სპორტულ კუპეს - RC

სრულიად ახალ RC-ს შენარჩუნებული აქვს მიმდინარე მოდელის ყველა ღირსება, რომლებიც კიდევ უფრო მაღალ დონეზეა აყვანილი Lexus-ის საფირმო დიზაინისა და მართვის დინამიკის ევოლუციის შედეგად. ევროპაში, ახალი მოდელის გაყიდვები დაიწყება 2018 წლის ბოლოდან.

ახალი UX

ახალი Lexus UX გთავაზობთ ბრენდის ინოვაციურ ფუფუნებასა და უსაფრთხოებას პაკეტში, რომელიც აერთიანებს ახალი, თამამი დიზაინის ელემენტებს და ულტრა-ეფექტურ, ახალ ძალოვან აგრეგატებს. დინამიკის გათვალისწინებით, UX შექმნილია ისე, რომ უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური მართვა Lexus-ისთვის დამახასიათებელი ქცევით, რაც უნიკალური დამატებაა ლუქს კლასის, კომპაქტური კროსოვერების სეგმენტისთვის.

LEXUS წარმოგიდგენთ თვალისმომჭრელ, ახალ LC YELLOW EDITION-ს

Lexus წარმოგიდგენთ თვალისმომჭრელ LC Yellow Edition-ს, რომელიც წარმოადგენს ახალ დამატებას LC-ს საფლაგმანო კუპეს ხაზში. მკვეთრი ყვითელი შეფერილობა ხაზს უსვამს LC-ს სპორტულობას და შესანიშნავ დიზაინს. მომხმარებლებისთვის, აღნიშნული მოდელის მიწოდება განხორციელდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან.

სრულიად ახალი LEXUS ES: სამუშაო მაჩვენებლებისა და დახვეწილობის უფრო მაღალი დონე

საშუალო ზომის სედანის კატეგორიაში, ექვსი თაობის წარმატების შემდეგ, ახალი, მეშვიდე თაობის Lexus ES იკვალავს ახალ, უფრო ამბიციურ გზას. თავისი კომფორტით, დახვეწილობითა და უმაღლესი კლასის აღჭურვილობით ცნობილი, ახალი ES-ის სიძლიერე ემყარება განახლებულ სავალ ნაწილს, რომლის წყალობითაც გაუმჯობესებულია ექსტერიერის დიზაინი და მართვის დინამიკა.