იყავით კონტაქტზე
იმისთვის, რომ გაბედული იყო, რაღაცის

პროვოკაციული შეხედულებები

დიზაინი საკუთარი შეხედულებებით

 

Lexus-ის დიზაინი გამბედავი და პროვოკაციულია. აზროვნების და გამოხატვის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დაუღალავად შევისწავლით და ვეძებთ ახალ იდეებს. ჩვენ ვიწყებთ თამამი კონცეფციებით - რომლებიც რეალურად ორიგინალური, გამბედავი და უაღრესად კონცეპტუალურია - მათ ჩვენ გარდავქმნით ავტომობილების დიზაინში, რომელიც ფანტასტიურია ყველა ასპექტში.

გააკეთეთ გაბედული არჩევანი

ჩვენთვის, გაბედული დიზაინი ნდობასთან არის დაკავშირებული. სურვილთან, განვაცხადოთ საკუთარი თავის შესახებ და განსხვავებულები ვიყოთ სხვებისგან. ჩვენ ვიცით, ვინ ვართ და ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა.

რატომ? იმიტომ, რომ გაბედული დიზაინი შეუდარებელ გამოცდილებას უზრუნველყოფს. ყოველივე შესანიშნავი, რაც მართლაც მოქმედებს ჩვენზე, არ მოდის რაღაც ნაცნობის და მსგავსისგან. ისინი თამამი წინააღმდეგობებიდან ჩნდება. პარადოქსების და პოლარობის გააზრებით თქვენ მართლაც რაიმე განსაკუთრებულს მიაღწევთ.

გლობალური შეხედულება

 

მრავალფეროვანი თვალსაზრისი, სხვადასხვა კულტურა და ახალი ადგილობრივი თავისებურებები განაპირობებს Lexus-ის დიზაინის განვითარებას. ვამაყობთ, რომ მსოფლიოს უნიკალურ კუთხეებში არსებული დიზაინის სამი ცენტრის მფლობელები ვართ. აღნიშნული ცენტრები მოქმედებენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივადაც და ხელს უწყობენ რადიკალურ აზროვნებას და დაუსრულებელ ექსპერიმენტებს. ამ შემოქმედებით კერებში იქმნება გამორჩეული და უნიკალური ავტომობილები.

აიჩის პრეფექტურა, იაპონია

RX SUV, LC სპორტული კუპე და LS საფლაგმანო სედანი. რა საერთო აქვთ ამ შთამბეჭდავ მოდელებს? ყველა მათგანი ჩაფიქრებული და განხორციელებულია Lexus-ის დიზაინის სტუდიაში, აიჩის პრეფექტურაში. დიზაინის მთელი პროცესის ოპტიმიზაცია და შექმნა ამ ადგილას ხდება, ესკიზებიდან სამგანზომილებიან რენდერინგამდე და საბოლოო პროტოტიპებამდე.

ზედა სართულზე თქვენ ნახავთ საგამოცდო დარბაზს, რომელსაც ანალოგი არ აქვს. 200-ტონიანი გადასაწევი სახურავის წყალობით ახალი მოდელების დათვალიერება ხდება დღის სინათლეზე. მესამე სართულზე თქვენ ნახავთ სრული მასშტაბის თეატრს და ვირტუალური რეალობის კამერას. პირველ სართულზე ფოტოსტუდიაა. აი აქ იბადება ლეგენდები.

ლაჟვარდოვანი სანაპირო, საფრანგეთი

Lexus-ის სპეციალური ევროპული დიზაინის ცენტრი მდებარეობს სოფია ანტიპოლისში, ლაჟვარდოვანი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აქედან ჩანს ალპები, ახლოსაა ნიცა და კანი. ეს სწორედ ინოვაციური დიზაინის შთაგონების ადგილია.

ED2 - European Design Development - წარმოადგენს 6,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სპეციალურად აგებულ შენობას, Lexus-ის ევროპული დიზაინის გუნდისთვის. დიზაინერები და მოდელიორები მუშაობენ იაპონიაში, აიჩის პრეფექტურაში არსებული დიზაინის სტუდიის თანამშრომლებთან ერთად. მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი კონცეპტუალური ავტომობილები სწორედ აქ იქმნება, როგორიცაა მაგალითად - საოცნებო LF-SA, რომელიც გუნდმა 2015 წლის ჟენევის ავტოსალონისთვის დაამზადა.

ნიუპორტ ბიჩი, კალიფორნია

Lexus-ის დიზაინის გლობალური ოპერაციების ცენტრს, კალიფორნიაში, CALTY Design Research ეწოდება და ამ სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც CALTY-ის პრეზიდენტი, კევინ ჰანტერი განსაზღვრავს: "ჩვენ მხოლოდ მოდელირების სტუდია არ ვართ. ჩვენ ასევე ვატარებთ დიდი მოცულობის კვლევით სამუშაოებს და ვამაყობთ ამით; სწორედ ამიტომაც იგი სტუდიის სრული სახელწოდების ნაწილს წარმოადგენს."

ნიუპორტ ბიჩის სტუდია Lexus-ის კრეატიულობის აკვანს წარმოადგენს თითქმის ჩვენი დაარსების დღიდან. მისმა გუნდმა შექმნა უზადო LC 500 და RX – Lexus-ის ორი მოწინავე საწარმოო მოდელი.

მომავლის წარმოსახვა

 

ჩვენი თამამი იდეები კონცეპტუალურ და საბოლოოდ სერიულ ავტომობილებად იქცევა, თუმცა, შთაგონებას მომავალზე უფრო მეტად ორიენტირებული, ავანგარდული შედეგებიც აქვს. ჩვენ გარდავქმნით მოძრაობას და ვმოგზაურობთ საზღვრების გარეშე. ჰაერიდან ზღვაში, ტროტუარზე, ჩვენ მზად ვართ შევქმნათ სატრანსპორტო საშუალებები ნებისმიერი სივრცისთვის და ნებისმიერი მომენტისთვის.

საოცნებო იდეები

თამამი წარმოსახვა მიგვიძღვის მოულოდნელი და შესანიშნავი ადგილებისკენ. ჩვენ ვიღებთ საინჟინრო გამოწვევას ყოველ ნაბიჯზე, გარდავქმნით ტექნოლოგიას უფრო დიდი სიმაღლეების მისაღწევად. არავითარი კმაყოფილება და მოსვენება.

ბოლო წლებში ჩვენ შევქმენით პიონერული Skyjet, Sports Yacht, და Hoverboard. რადიკალურად განსხვავებული ფუნქციების მქონეთ, მათ აერთიანებს Lexus-ის შეუცდომელი, გაბედული აზროვნება.