Lexus-ის მისიამ, შეექმნა უკეთესი მსოფლიო დიზაინის მეშვეობით და ხელი შეეწყო წარმოსახვის და კრეატიულობის განვითარებისთვის, დღეს კიდევ ერთ საკვანძო ეტაპს მიაღწია ბრენდის მიერ ,,უსაზღვრო თანაარსებობის“ ღონისძიების შესახებ განცხადებით. ეს აღნიშნავს მდიდრული ავტომობილების მწარმოებლის მე-11 მონაწილეობას მილანის დიზაინის კვირეულზე.
უსაზღვრო თანაარსებობა
ღონისძიების სტუმრები ჩაერთვებიან წარმოსახვით და სააზროვნო დიზაინში, რომელიც ითვალისწინებს უსაზღვრო მომავლის შექმნას საზოგადოებისათვის. Lexus-ი დიზაინს აღიქვამს, როგორც მუდმივი ცვლილების კატალიზატორს უფლებამოსილების გაზრდისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. დიზაინს შეუძლია ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად აქციოს და უჩვენოს კაცობრიობას, რომ “CO“-სთან ერთად, როგორც არის სიტყვებში ,,თანამშრომლობა“ და ,,თანაარსებობა“ (cooperation, collaboration, coexistence) ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.
ღონისძიების მთავარი სენსაციური ინსტალაცია, შექმნილი იაპონელი არქიტექტორის, doubleNegatives Architecture-დან, სოტა იჩიკავას მიერ, იწვევს მნახველებს "CO"-ს პირისპირ, რომელიც წარმოდგენილია ოთხგანზომილებიანი დინამიკური ხელოვნების ნიმუშის სახით. იჩიკავა, რომელიც ცნობილია, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიის დიზაინთან გამაერთიანებელი, ფიზიკური სივრცის ხელახლა წარმოდგენის მიზნით, ქმნის ინსტალაციას, რომელიც კვეთს ციფრულ და ანალოგურ მოდელს. წარმოსახვით იდეოლოგიაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს, უსაზღვრო რაოდენობით ვერტიკალურად ჩამოკიდებული სიმები გამოხატავს ადამიანებს. თითოეული ვერტიკალური სიმი განათებულია ერთი განათების წყაროთი და არც ერთი მათგანი არ ექცევა ჩრდილში; ეს იმას აღნიშნავს, რომ თოთოეული ინდივიდუალური პერსპექტივა თავისთავად ცენტრს წარმოადგენს. ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინერული აზროვნების გამოყენებით მიიღწევა ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.
Lexus-ის გატაცებამ დიზაინით, უფრო მეტად მიმზიდველი გახადა ბრენდი ბოლო წლებში. მილანში Lexus-ი წარმოადგენს თავის უახლეს კონცეფციას - ინოვაციურ Lexus LF-1 Limitless-ს, რომელიც მიანიშნებს Lexus-ის მომავალ დიზაინერულ აზროვნებაზე.
Lexus Design-ის ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს რესტავრირებულ "Cavallerizze"-ში, ლეონარდო და ვინჩის სახელობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ნაციონალურ მუზეუმში (Cavallerizze in Museo Nazionale della Scienza e della Tecnologia Leonardo da Vinci). მე-19 საუკუნის ნაგებობას, რომელშიც ერთ დროს იყო მონასტერი და ცხენების თავლა, ახლახანს ჩაუტარდა რესტავრაცია არქიტექტურული რეკონსტრუქციისა და ურბანული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.
სტუმრების მეტად აღფრთოვანების მიზნით, უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობენ ინოვაციური ახალგაზრდა შეფების ტრიო, რომლებიც მილანის "ALTATTO"-ს წარმოადგენენ. ისინი იმუშავებენ შეგრძნებების დახვეწაზე, გემოვნებისა და მხედველობის მეშვეობით და სხვა განზომილებაში გადაიყვანენ რა "უსაზღვრო თანაარსებობას". გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ იხილონ კონკურსის - Lexus Design Award 2018-ის 12 ფინალისტის ნამუშევრები, როდესაც აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, შემოქმედებითი ნიჭის მქონე პერსპექტიული ადამიანების მიღწევები და 16 აპრილს, პრესის დღეს, მსოფლიოში ცნობილი ჟიური მედიის წინაშე შეარჩევს გრან პრის მფლობელს.