Lexus International-მა გამოაცხადა კონკურსის TOP 2019 LEXUS DESIGN AWARD Grand Prix-ის გამარჯვებული. ლიზა მარკსმა მოიგო პრესტიჟული ჯილდო „ალგორითმული მაქმანის“ დიზაინისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 65 ქვეყნიდან წარმოდგენილ 1,548 იდეას შორის.
პროტოტიპი წარმოაჩენს Lexus-ის ბრენდის სწრაფვას, მაქსიმალურად გააძლიეროს დიზაინი, რაც ხელს შეუწყობს უკეთეს ხვალინდელ დღეს და კარგად შეეწყობა Lexus-ის მიდრეკილებას იმისაკენ, რომ ევოლუციისა და ინოვაციების ცენტრში სწორედ ადამიანი მოექცეს.
საერთაშორისოდ აღიარებულმა დიზაინერმა და ტექნოლოგიების სპეციალისტმა ჯონ მაედამ, რომელიც პირველად იყო ჟიურის წევრი, განაცხადა შემდეგი: „როდესაც ვფიქრობთ ალგორითმებზე, ჩვენ ხშირად გვახსენდება კომპიუტერები და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრია. თუმცა, ტექსტილის ინდუსტრია არის ადგილი, სადაც მე-19 საუკუნეში, ალგორითმები პირველად იქნა გამოყენებული, როგორც ახალი ესთეტიკური ალტერნატივების ქსოვილებში რეალიზაციის საშუალება.
ლიზა მარკსის „ალგორითმული მაქმანი“-ს პროექტი არამარტო ავსებს აღნიშნულ მდიდარ ისტორიას, არამედ სცილდება იმ დროის ფარგლებს უფრო ღრმა წარსულისკენ და იყენებს მე-16 საუკუნის ტექნოლოგიას მაქმანის კომპლექსური მოდელების ქსოვისას. მარკსი იყენებს ამ უძველეს პროცესს თანამედროვე სამგანზომილებიანი მოდელირებისას, როდესაც იქმნება სპეციალური შეკვეთით დამზადებული მკერდის აზღუდი იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც კიბო გადაიტანეს და ჩაიტარეს სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია. შედეგია ფუნქციონალური დატვირთვისა და სილამაზის სინთეზი, რასაც დადებითი ზემოქმედება გააჩნია პაციენტის სხეულის ესთეტიკურ მხარეზე, ასევე უზრუნველყოფს მთლიანად პაციენტზე მორგებულ სტრუქტურულ კომფორტს.“
გრან-პრის გამარჯვებულმა ლიზა მარკსმა ჯილდოს მიღებისას აღნიშნა, „Lexus-ს არ სჭირდება ამის გაკეთება. ამის გარეშეც წარმატებული ბრენდი იქნება, მაგრამ ის ცდილობს გვიჩვენოს მისი ვალდებულება, შექმნას დიზაინი და გადადგას ნაბიჯები უკეთესი სამყაროსთვის.“ გრან-პრის გამარჯვებული პროტოტიპი, იმ სხვა პროტოტიპებთან ერთად, რომლებიც შექმნეს 2019 წლის კონკურსის, TOP 2019 LEXUS DESIGN AWARD-ის დანარჩენმა ხუთმა ფინალისტმა, Lexus-ის გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი სახელწოდებით - „Leading with Light“, 2019 წლის 09 - 13 აპრილს, მილანის დიზაინის კვირეულის Superstudio Più -ზე, ტორტონას რაიონში, რომელიც წარმოადგენს მილანის საერთაშორისო დიზაინის ღონისძიების ცენტრს.