ვაგრძელებთ რა ჩვენი ამოცანის შესრულებას, შევქმნათ უკეთესი სამყარო დიზაინის მეშვეობით, Lexus-ი იწვევს კანდიდატებს Lexus Design Award 2018-ზე. წელს შემოქმედებითი თემაა "CO-," ლათინური თავსართი, რომელიც ნიშნავს "ერთად", ან "ერთად, ჰარმონიაში".
დიზაინერული ტალანტების აღზრდა
2013 წელს დაარსებული კონკურსი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, გლობალურ შემოქმედთა და დიზაინერთა ახალი თაობის განსაზღვრის და აღიარებისთვის. ყოველ წელს, ათასობით კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდა მთელი მსოფლიოდან ცდილობს ფინალურ ტურში მოხვედრას. თორმეტი ფინალისტი და მათი ნამუშევრები წარმოდგენილნი იქნებიან დიზაინის სფეროში მოქმედი საზოგადოების წინაშე 2018 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე - Salone Del Mobile, მსოფლიოს უდიდეს დიზაინერულ გამოფენაზე. ამის შემდეგ, ოთხ ფინალისტს, რომლებსაც მენტორობას გაუწევენ აღიარებული, მსოფლიო დონის დიზაინერები, გადაეცემათ სამი მილიონი იენის ოდენობის ბიუჯეტი (25 ათას აშშ დოლარზე მეტი), საკუთარი იდეების პროტოტიპების შესაქმნელად.
“CO-“ კონცეფცია
Lexus Design Award 2018-ის შემოქმედებითი თემაა "CO-," ლათინური თავსართი, რომელიც ნიშნავს "ერთად", ან "ერთად ჰარმონიაში". ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესანიშნავ დიზაინს შეუძლია უზრუნველყოს ბუნების და საზოგადოების ჰარმონიული თანაარსებობა, ამგვარად, ამ თვალსაზრისით, “CO-" არის მიდგომა, რომელიც საშუალებას აძლევს Lexus-ის ბრენდს, გამოიყენოს საკუთარი და ბუნებრივი გარემოს რეალური პოტენციალი ახალი შესაძლებლობების შექმნის, თანამშრომლობის, კოორდინაციის და კავშირის მეშვეობით. ახლა, ახალგაზრდა დიზაინერებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ "CO-" და შექმნან უკეთესი სამყარო.
ჟიურის წევრები და მენტორები
ჟიურის წევრები, რომლებიც აფასებენ დიზაინერებს, მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები არიან, რომლებიც მუშაობენ დიზაინის სხვადასხვა სფეროებში. ამას გარდა, მენტორობა უზრუნველყოფილია დამსახურებული დიზაინერების მიერ, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ ნოუ-ჰაუს და მხარდაჭერას სთავაზობენ. ისინი უხელმძღვანელებენ შერჩეულ კანდიდატებს, რათა მათ სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მათი ინოვაციური იდეების რეალური პროტოტიპების შექმნის გზით. ჟიურის წევრები და მენტორები იზიარებენ Lexus-ის რწმენას, რომ შესანიშნავ დიზაინს შეუძლია უკეთესი გახადოს სამყარო.
Lexus Design Award 2018-ის ჟიურის წევრებს და მენტორებს დაასახელებენ აგვისტოში.
გამოფენა
მილანის დიზაინის კვირეულზე ყველა ფინალისტის ნამუშევარს გამოფენენ Lexus-ის დარბაზში. შემდეგ, ჟიურის წევრები შეაფასებენ პროტოტიპებს და აირჩევენ 2018 წლის გრან პრის მფლობელს. წინა წლების გამარჯვებულები ტკბებიან წარმატებით და ავითარებენ საკუთარ იდეებს სიცოცხლისუნარიანი პროდუქტების შესაქმნელად.
მონაწილეობის დეტალები
Lexus Design Award 2018-ზე მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება მოხდება 24 ივლისიდან 8 ოქტომბრამდე. განაცხადის შეტანის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს LexusDesignAward.com. თორმეტ ფინალისტს გამოაცხადებენ 2018 წლის დასაწყისში.