იყავით კონტაქტზე

LEXUS DESIGN AWARD-ის მენტორები

NERI & HU - არქიტექტორები და ინტერდისციპლინარული დიზაინერები

Lyndon Neri და Rossana Hu, შანხაიში არსებული Neri & Hu Design and Research-ის თანადამფუძნებლები, მუშაობდნენ პროექტებზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც მოიცავენ დიზაინის სწავლებას ახალი პარადიგმის შესაქმნელად არქიტექტურაში. 2014 წელს, Wallpaper*-მა Neri & Hu გამოაცხადა 2014 წლის დიზაინერებად. 2013 წელს ისინი მიიღეს ინტერიერის დიზაინის დიდების დარბაზში, შეერთებულ შტატებში. Neri & Hu დარწმუნებულია, რომ დიზაინის ძირითადი ინსტრუმენტია კვლევა, რამდენადაც თითოეულ პროექტს კონტექსტური საკითხების საკუთარი უნიკალური ერთობლიობა გააჩნია.

Neri & Hu, რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურულ, ინტერიერის, გენერალური დაგეგმარების, გრაფიკული და პროდუქციის დიზაინის მომსახურებას, აღიარებს, რომ შენობებთან დაკავშირებული თანამედროვე პრობლემები სცილდება ტრადიციული არქიტექტურის ფარგლებს. შაბლონური დიზაინით დაწყების ნაცვლად, Neri & Hu-ს მუშაობა ეყრდნობა გამოცდილების, დეტალების, მასალების, ფორმისა და სინათლის დინამიურ ურთიერთქმედებას.

MAX LAMB - დიზაინერი

მაქს ლემბის სამუშაო დაკავშირებულია სოფლის ლანდშაფტებთან - სანაპირო, როგორც ლითონის ჩამოსასხმელი საამქრო, კარიერი, როგორც სახელოსნო, ჩასტუორთის მამულის წაქცეული ურთხელის ხეები, როგორც სუბიექტი და მასალის წყარო. მას ასევე შთააგონებს ქალაქიც და მისი უნარი, მოახდინოს ადაპტაცია და რეაგირება სხვადასხვა გარემოში, ქმნის დიზაინს, რომელიც უნიკალურია მისი დროის და ადგილისთვის. მაქსი არაა კონცენტრირებული ერთ მასალაზე ან პროცესზე, მას დიზაინი არ იზიდავს, როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალება.

ამის ნაცვლად, ის იყენებს მასალების დამახასიათებელ თვისებებს, მათი ბუნებრივი ტენდენციებისა და სილამაზის გამოსავლენად. მისი მეთოდები მაღალ და დაბალტექნოლოგიურია, ის დიზაინერიც არის და მწარმოებელიც, თანამშრომლობს ლითონის ჩამოსასხმელ საამქროებთან და ქარხნებთან, პროექტის საჭიროებების შესაბამისი მასშტაბის და სირთულის მიხედვით. თუმცა, პრინციპები, რომლებსაც ის იყენებს, საერთოა - პატიოსნება მასალის მიმართ, პროცესის და ადამიანის შესაძლებლობების და მათი საზღვრების გათვალისწინება.

ელენა მანფერდინი - დიზაინერი და არქიტექტორი

ელენა მანფერდინი, Atelier Manferdini-ის დამფუძნებელი და მფლობელი ვენეციაში, კალიფორნიაში, ასრულებს პროექტებს დიზაინის, ხელოვნების და არქიტექტურის სფეროში - შეერთებულ შტატებში, ევროპასა და აზიაში. მათ შორისაა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პავილიონი ლოს-ანჯელესში. მისი ფირმა თანამშრომლობდა საერთაშორისო აღიარების მქონე კომპანიებთან, როგორებიცაა:

Swarovski და Sephora. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში და გამოცემებში: Elle, Vogue და New York Times. ამჟამად, როგორც სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის ინსტიტუტის კათედრის ხელმძღვანელი, ის აწყობს საერთაშორისო გამოფენებს და კითხულობს ლექციებს - MIT, Princeton, Tsinghua University და Bauhaus-ში. 2013 წელს, მას მიენიჭა COLA Fellowship, ორიგინალური ხელოვნების ნაწარმოებების შექმნის მხარდაჭერისთვის. 2011 წელს, United States Artists-ისგან (აშშ), მან მიიღო პრესტიჟული წლიური გრანტი,ხოლო მისმა დიზაინმა Blossom, Alessi-სთვის, მიიღო ჯილდო Good Design Award.

SNARKITECTURE - მხატვრები და არქიტექტორები

2008 წელს, დანიელ არშამმა და ალექს მუსტონენმა დააარსეს Snarkitecture, რომელიც მოიცავს თანამშრომლობასა და ექსპერიმენტულ პრაქტიკაზე ორიენტირებულ საქმიანობას, ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში. იზიარებდნენ რა საერთო ინტერესს ხელოვნების და არქიტექტურის სფეროში, სტუდენტობის დროიდან, Cooper Union-ში, ნიუ-იორკში, მათი პირველი სამუშაო იყო Dior Homme-ისთვის. მათი სახელი გადმოღებულია ლუის კეროლის პოემიდან "სნარკზე ნადირობა". Snarkitecture-ი ახორციელებს მუდმივი, არქიტექტურული მასშტაბის პროექტების და ფუნქციონალური ობიექტების დიზაინს, ახალი და ფანტასტიური მიზნებისთვის, ისინი ქმნიან საოცრების და ურთიერთქმედების მომენტებს, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ ჩაერთონ მათ გარემოში. გარდაქმნის რა ნაცნობს განსაკუთრებულად, Snarkitecture-ი არქიტექტურას მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს.