Lexus-ს სჯერა, რომ დიზაინს შეუძლია სამყაროს შეცვლა. ათწლეულზე მეტია, რაც Lexus-ის დიზაინის ღონისძიება აწვდის საოცარ გამოცდილებას, მილანის დიზაინის კვირეულის სტუმრებს, რომელიც ახდენს მისი ფილოსოფიის დემონსტრირებას.
2019 წელი არ იქნება განსხვავებული და ამ წლის ღონისძიებისთვის, რომლის დასახელებაც არის „სინათლით წამყვანი“, Lexus-ი გახდა გლობალურად განთქმული, დიზაინერული კომპანიის, Rhizomatiks-ის პარტნიორი. კომპანია ცნობილია ტექნოლოგიის კრეატიული გამოყენებით, აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის მიზნით. 2014 წელს, Rhizomatiks-ი თანამშრომლობდა Lexus-თან, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის გამოფენისთვის - Media Ambition Tokyo.
Lexus-ის „მომავლის განათების ტექნოლოგიით“ შთაგონებული, „სინათლით წამყვანი“ წარმოადგენს იმერსიულ გამოსახულებას, კაშკაშა და დინამიკური განათებით, რომელშიც, თითქოს მოძრაობენ უთვალავი რაოდენობის სინათლის სხივები და ურთიერთქმედებენ ადამიანის ფორმასთან.
სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება, იხილონ კონკურსის, Lexus Design Award 2019-ის ექვსი ფინალისტის ნამუშევარი. ეს საერთაშორისო დიზაინერთა კონკურსი, რომელიც პირველად გაიმართა 2013 წელს, ორიენტირებულია დამწყებ ავტორებზე მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს იდეების ზრდას, რომლებიც წვლილს შეიტანენ საზოგადოებაში და მხარი დაუჭიროს მათ, ვისი ნამუშევრებიც დაგვეხმარება უკეთესი მომავლის შექმნაში.
1548 კანდიდატიდან არჩეული, ამ წლის ფინალისტები არიან:
ლიზა მარკსის "ალგორითმული მაქმანი".
მკერდის აზღუდი 3D პერსონალიზებული მაქმანით, მათთვის ვინც სძლია მკერდის კიბოს. ეს მკერდის აზღუდი არის პერსონალურად დამზადებული ალგორითმული მოდელების გამოყენებით, რათა შეიქმნას სამგანზომილებიანი მაქმანი. ამის წყალობით ხდება ქირურგიული ოპერაციის შემდგომ წარმოქმნილი დისკომფორტის თავიდან არიდება, რაც მეტ თავდაჯერებულობას მატებს ყოველ ქალბატონს, მის ახალ დასაწყისში.
რეზან ჰასოღლუს "არენოფილი"
პროექტი, რომელიც ეძებს გამოყენების ახალ მიზანს, ფართოდ ხელმისაწვდომი უდაბნოს ქვიშისთვის. უდაბნოს ქვიშისა და არატოქსიკური კომპოზიტური მასალების გამოყენებით, ახალი პროდუქტები იყო შეთავაზებული შემდგომი ექსპერიმენტებისა და გამოკვლევისთვის.
ჯეფრი ე. დელა კრუზის "ბალუტო"
სახლების მოდულირებული დაპროექტების სისტემა შექმნილია ისე, რომ გაუძლოს მიწისძვრებსა და ძლიერ წყალდიდობებს. "ბალუტოს" პროექტი იკვლევს მიწაზე საცხოვრებელ სივრცეს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს წყალდიდობის დროს წყლის დონის უცაბედ ზრდას დაბლობზე, სადაც ძირითად საკითხს წარმოადგენს წყალდიდობების შემცირება.
დიმიტრი ბალაშოვის "გრინ ბლასტ ჯეტ ენერჯი"
ტურბინა, რომელიც აფრენისას აგროვებს საჰაერო ხომალდის რეაქტიულ ნაკადს და გარდაქმნის მას ენერგიად. შესაძლებელია "გრინ ბლასტ ჯეტ ენერჯი"-ს დაბრუნება და აეროპორტების სხვადასხვა საჭიროებებისთვის გამოყენება.
შუჟან იუანის "ჰიდრუსი"
საგანგებო მოწყობილობა, ზღვაში დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციისთვის, რომელიც ზრდის მუშაობის ეფექტურობას. ჰიდრუსის მოწყობილობა არამხოლოდ ცდილობს ერთი პრობლემის მოგვარებას, არამედ ასევე ამხნევებს ხალხს, რომ გაუმკლავდნენ ცვლილებებს დედამიწის გარემოში.
ბენ ბერვიკის "სოლგამი"
ფანჯრის ჟალუზი, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას და ზრდის შიდა განათებას. "სოლგამი" იყენებს ორიგამის გეომეტრიას, რათა უზრუნველყოს მობინადრეების უფრო მჭიდრო კავშირი გარე სამყაროსთან და მიანდოს მათ არჩევანი, უფრო კაშკაშა განათებასა და ელექტროენერგიის წარმქმნის შორის.
ყველა ფინალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, ემუშავა გლობალურად აღიარებულ დიზაინერთან, რათა მათი ხელმძღვანელობით შეექმნათ საკუთარი დიზაინის პროტოტიპები და გაეტანათ ისინი გამოფენაზე. 8 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამ წლის გრან პრის გამარჯვებულის არჩევა მოხდება მსოფლიოში განთქმული დიზაინერების ჯგუფისა და ინდუსტრიის ექსპერტების მიერ.