კოლექციაში „შექმნილია LEXUS-ისთვის“, დროში გამოცდილი ნაკეთობა და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთთან არის შერწყმული, რაც ქმნის ნივთების უნიკალურ კოლექციას. ორი სრულიად ახალი ნივთი შეემატა კოლექციის მუდმივად მზარდ დიაპაზონს.
,,გვსურს, რომ ჩვენმა ხელნაკეთმა პროდუქციამ ახალგაზრდებს ტრადიციული ნაკეთობების და ხელობის ინტერესი გაუღვივოს“, აღნიშნავენ ჰირომიჩი იუმოტო და ტაკეფუმი მომოსე, კომპანია "SEE SEE"-ს წარმომადგენლები, რომელიც Hikimono-ს ტექნიკით დამზადებული, სახლის ხელნაკეთი ნივთების იაპონური ბრენდია. Hikimono-ს ხელოვნება, რომელსაც საფუძველი იაიოის პერიოდში ჩაეყარა, ძირითადად შიზუოკას პრეფექტურაშია წარმოდგენილი, სადაც ისეთი ოსტატები, როგორიც არის მომოსე და ისეთი დიზაინერები, როგორიც იომოტო, ერთობლივად მუშაობენ სატრიალებელ ჯარასა და სახარატო დანადგარებზე, ხის ჭურჭლისა და თასების მრგვალი ფორმების დასამზადებლად. ,,ჩვენი ბრენდი გთავაზობთ ხარისხს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მუშაობის მხოლოდ ტრადიციული, ანალოგიური მეთოდით“. თუმცა ჩვენი თითოეული ქმნილება თანამედროვე დიზაინით არის შესრულებული, რომელიც იზიდავს გლობალური მოდის კანონმდებლებს.”
2013 წელს, პირველი კოლექციის ,,შექმნილია LEXUS-ისთვის“ გამოშვების შემდეგ, Lexus-მა თავის მისიად დაისახა მსოფლიოსთვის ისტორიული, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ხარისხიანი ნაკეთობების წარმოდგენა, როგორებიცაა: "SEE SEE" ბრენდის, Hikimono-ს ტექნიკით შექმნილი ნივთები. ეს ხაზი მოიცავს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური ოსტატების მიერ შექმნილ ბრენდულ, ექსკლუზიურ საყოფაცხოვრებო ნივთებს და "შექმნილია Lexus-ისთვის" დამახასიათებელი დახვეწილი ოსტატობითა და დიზაინით.
კატალოგი მოიცავს პროდუქციას დაწყებული One Kiln-ის ხელით დამზადებული კერამიკით და Niime Tamaki-ს ხელით მოქსოვილი თავშალებით და დამთავრებული Kaneko-ს ხელით დამზადებული ოპტიკური მზის სათვალეებით, რომლებიც გამოფენილია და იყიდება ტოკიოსა და დუბაიში INTERSECT BY LEXUS-ის მიერ და მალე წარმოდგენილი იქნება ახალ ადგილას, ნიუ-იორკში. მუდმივად მზარდ იაპონურ პროდუქციას სულ ახლახანს შეემატა Hikimono-ს ტექნიკით დამზადებული "SEE SEE"-ს ღერძიანი ლანგარი.